ნისტელროი:"ეს საუკეთესო კლუბია,სადაც ოდესმე მითამაშია"

რუუდ ვან ნისტელროიმ მოიშუშა მძიმე ტრავმა,რის გამოც ვერ თამაშობდა დიდი ხნის განმავლობაში.Marca-თან საუბარში ის საუბრობს ტრავმის მორჩენის და ახალი გუნდის შესახებ.

თავს შესანიშნავად გრძნობთ ტრავმის მოშუშების შემდეგ?

დიახ,ახლა მე ვიმყოფები შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში,ვიდრე ვიყავი.ეს იყო უმძიმესი ტრავმა.ექიმებმა მითხრეს,რომ მე შევძლებდი მაღალ დონეზე თამაშს 3 წლის განმავლობაში,თუ ტრავმის მოშუშების პროცესი კარგად ჩაივლიდა.ეს იყო ხანგრძლივი,მაგრამ წარმატებული პროცესი და მე ახალი ადამიანი ვარ.თავს ბედნიერად ვგრძნობ.რამდენიმე მატჩის შემდეგ გუნდის რიტმს შევეჩვევი.მე ბევრს ვვარჯიშობს და ვთამაშობ მატჩებში რამდენიმე წუთს,რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

ახლა თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობთ?

დიახ,თითქოს სამი წლით ახალგაზრდა ვარ.მუდამ ვზრუნავდი საკუთარ ჯანმრთელობაზე და ახლა უფრო უკეთ ვგრძნობ თავს,ვიდრე გასულ წელს.მე შემიძლია კიდევ სამი სეზონი ვითამაშო და როცა კარიერას დავამთავრებ,არანაირი პრობლემები არ მექნება.ტრავმამდე არ ვგრძნობდი თავს კარგად.

რატომ გადაწყვიტეთ მადრიდის "რეალში" დარჩენა?

მე მჯერა საკუთარი თავის.ვიცი,რომ შემიძლია ვითამაშო უმაღლეს დონეზე.შემეძლო გადავსულიყავი დაბალი დონის კლუბში,მაგრამ არ ვაპირებ "რეალის" დატოვებას.თამაშისთვის არის ბევრი საშუალება.მე შემიძლია მატჩი დავიწყო სათადარიგოთა სკამზე ან სასტარტო შემადგენლობაში.მსურს ვიპოვო საკუთარი ადგილი.ძალიან მინდა საჭირო ფეხბურთელი ვიყო გუნდისთვის.გუნდს ყველაფრით დავეხმარები,რითიც შემიძლია.

რას ფიქრობთ ახალწვეულებზე?

ბევრი რამ შეიცვალა.არის ახალი გუნდი,ახალი პრეზიდენტი და ახალი მწვრთნელი.ეს არის ახალი განსაცვიფრებელი ერა.გუნდის დონე საოცარია.ფაქტიურად გვყავს ორი უმაღლესი კლასის გუნდი.

ეს საუკეთესო გუნდია,სადაც ოდესმე გითამაშიათ?

დიახ.ჩემს პირველ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდნენ ბექჰემი,გიგზი,სქოულზი,კოული,იორკი...შესანიშნავი გუნდი იყო,მაგრამ შემდგარი 13–14 ფეხბურთელისგან.აქ ჩვენ გვყავს ორი მთლიანი შემადგენლობა.ეს კი ამაღლებს,როგორც გუნდის დონეს,ისე ვარჯიშებისაც.

რისი მოტანა შეუძლია კრისტიანო რონალდოს "რეალისთის"?

ის აპირებს ბევრის მიღწევას.ის პროგრესირებას განაგრძობს.ის 24 წლისაა,მაგრამ ფლობს დიდ გამოცდილებას.ვფიქრობ მისი სისწრაფე და ტექნიკა,ლა ლიგას სარგებელს მოუტანს.მას შეუძლია გოლების გატანაც.ვფიქრობ წინ ელოდება 6–7 შესანიშნავი სეზონი.

და კაკა?

კაკა საოცარია,მაგრამ ზიდანს არ შევადარებ.მათი სტილი განსხვავებულია.ზიდანი იყო შემქმნელი,ამავე დროს კაკა ტექნიკური და სასარგებლო.ის ძალიან ეფექტურია.შეუძლია გოლების გატანა და ძალიან სწრაფია.ფაქტიურად მას ყველაფერი აქვს.

ბენზემასთან ერთად შეგიძლიათ თამაში?

რატომაც არა?მე ცენტრფორვარდი ვარ.მე მეტოქის კართან ახლოს ვთამაშობ,როგორც ბენზემა,რაული,იგუაინი–მეორე თავდამსხმელები.შემიძლია ვიყო აქტიური და დაძაბულობის ქვეშ მყავდეს მეტოქე გუნდის მცველები.ყველამ იცის ჩემი თამაშის სტილი.

ჩემპიონთა ლიგა–სეზონის მთავარი მიზანია,არა?

დიახ,მაგრამ ვფიქრობ გუნდს წელს შეუძლია ყველა ტიტულისათვის იბრძოლოს.ეს ტურნირი შეიძლება იყოს ჩვენი ერთ–ერთი მიზანი,რადგან ფინალი გაიმართება "ბერნაბეუზე".ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,რათა გავიმარჯვოთ.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com

  • faqo
  • 3 სექტემბერი 2009
  • 3 062
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (234)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)