მადრიდელები "პრემიერლიგას" მიადგნენ
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურ გრანდს მადრიდის "რეალს" სურს, რომ გადაიბიროს "პრემიერლიგაში" მოთამაშე რამოდენიმე ფორვარდი.
მოურინიოს მიაჩნია, რომ "ბლანკოსის" შეტევა გაძლიერებას საჭიროებს, ვინაიდან კლუბს დიდიხნით გამოემშვიდობა გონსალო იგუაინი, ხოლო ბენზემა ძალზედ არა სტანდარტულად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში.
"პრემიერლიგაში" ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომლებიც პორტუგალიელი სპეციალისტის თვალთახედვაში მოექცნენ. მადრიდელთა ე.წ "ზაჰავები" გაიმგზავრნენ ინგლისში, რათა დააკვირდნენ მოთამაშეებს.
ფერნანდო ტორესი ცუდად დომინირებს მოედანზე ამ ბოლო ხანებში, თუმცა მან მაინც მიიპყრო გრანდების ყურადღება. "თეთრების" ხელმძღვანელებს მისი შეძენა მკაფიოდ არ გადაუწვეტიათ, მაგრამ ესპანელზე დაკვირვებები კვლავაც მიმდინარეობს.
"მანჩესტერ სიტიმ" სულ ახლახანს შეიძინა ედინ ძეკო, რის შემდეგაც კლუბს "გაწმენდა" ესაჭიროება თავდამსხმლის პოზიციაზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ემანუელ ადებაიორი კლუბს დატოვებს, რაც მოურინიოს ყურადღების გარეშე არ დარჩა. გარეთ ბეილი კი "ტოტენჰემში" ყველასაგან გამორჩეულია. იგი ადრეულ ასაკშივე არის გუნდის ლიდერი და მამოძრავებელი ძალა. გარემარბს ძალიან ხშირად გააქვს გოლები, რაც მის პროფესიონალიზმზე მიგვითითებს.
ინფორმაციის წყარო: DailyMail.Co.Uk
- 9 იანვარი 2011
- 2 933
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.