პიპიტა : "გუნდს მოკლე დროში უნდა დავუბრუნდე"
გონსალო იგუაინი დღეს ჩიკაგოში ჩაფრინდა სადაც მას ჟურნალისტები დახვდნენ, გონსალომ მათ ინტერვიუ მისცა...
"არასდროს მიყვარდა ტრავმები, მაგრამ ეს ფეხბურთელის კარიერაში ყოველთვის ხდება. ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიაროს და შემდეგ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ფორმაში რაც შეიძლება მალე ჩავდგე."
"გუნდს ახლა ფორვარდი ნამდვილად სჭირდება, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ვარჯიშიც არ შემიძლია. მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალში" მოვედი, ამ გუნდის ერთგული ვარ და ყველაფერს ვაკეთებ წარმატებისათვის. ვგონებ, აღდგენითი კურსის გავლის შემდეგ გონსალო კვლავ გაიტანს გოლებს "ბლანკოსის" მაისურით."
"დონ ფლორენტინო და ხორხე ვალდანო გვერდში მიდგანან და მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია."
"ბატონი ფესლერი უკვე მზად არის იმისათვის, რომ ოპერაცია გამიკეთოს, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ამ დარგში. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე დავბრუნდები."
- 8 იანვარი 2011
- 1 520
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.