მოურინიოს წინასამატჩო პრესკონფერენცია
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურიომ, "ვილიარეალთან" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
"კაკა ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მას მოედანზე გასვლის შანსი აუცილებლად მიეცემა, რიკარდოს მოედანზე ყოფნა თითოეული ფეხბურთის მოყვარულისათვის და მადრიდისტასთვის სასიამოვნო ფაქტია. რიკის შეუძლია გუნდის დახმარება."
"გრანერომ და ფერნანდო გაგომ "ლევანტესთან" კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და იმედი მაქვს ასე გააგრძელებენ, რადგან ისინი კარგი ფეხბურთელები არიან. კაკა კი გამოჯანმრთელდა და ამით გუნდი გაცილებით უფრო გაძლიერდა. თითოეულ შეგირდს შეუძლია ჩვენი გუნდის დახმარება."
"პეპეს ტრავმა სამწუხაროა, მაგრამ მან ამაზე არ უნდა იდარდოს, რადგან აუცილებლად დაბრუნდება და შეძლებს გუნდის დახმარებას უმნიშვნელოვანეს მატჩებში, მის არყოფნაში სხვა მცველებს მიეცემათ შანსი. მე მყავს რიკარდო კარვალიო, რომელიც დაცვის ბურჯია."
"რამდენიმე ტაქტიკა დავამუშავე, რომელშიც ცენტრ ფორვარდის ყოლა არ არის საჭირო და დარწმუნებული ვარ რომელიმე სქემა აუცილებლად გაამართლებს, ბევრს ვმუშაობ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე მიჯერებენ და ძალიან მიხარია. მსურს, რომ თითოეული შეგირდი საუკეთესო იყოს."
"ბარსელონელებს ნამდვილად დააინტერესებთ ჩვენი კალენდარი, რადგან მადრიდის "რეალს" მომავალში ურთულესი მატჩები აქვს ჩასატარებელი, ჯერ "ვილიარეალთან" შემდეგ კი "ალმერიასთან" . ასევე აღნიშვნის ღირსია სამეფო თასზე გასამართი მატჩები "ატლეტიკოსთან" , მადრიდული დერბი ნამდვილად რთული იქნება. "ატლეტიკოსთან" წარმატების შემთხვევაში "ბლანკოსს" კვლავ ძლიერი მეტოქე ეყოლება "სევილიის" ან ხსენებული "ვილიარეალის" სახით. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მომქანცველია, მაგრამ "რეალი" ყველაფრისთვის მზად არის."
- 8 იანვარი 2011
- 2 049
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.