ბოლო ვარჯიში ვილიარეალთან მატჩამდე
დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე მადრიდის რეალის ფეხბურთელები "ვალდებებასის" ბაზაზე შეიკრიბნენ და ვილიარეალთან მატჩამდე ბოლო სესია გამართეს. სტატიაში დამატებულია ვარჯიშის ვიდეო.
სესიის პირველი ნახევარი პრესისთვის გახსნილი იყო. ვარჯიშის შემდეგ მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის განაცხადი დაასახელა ვილიარეალთან მატჩისთვის.
ჟოზეს განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო. მათგან მხოლოდ ერთი კანტერანო(პაჩეკო). მზადებაზე არ იმყოფებოდნენ ტრავმირებულები – პეპე, დუდეკი და იგუაინი.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა იქნება პირველი, რომელიც 2011 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდება.
ვარჯიშზე 23-ივე ფეხბურთელი ბოლომდე ირჯებოდა. დიდი ყურადღება დაეთმო ბურთით ვარჯიშს. შემდეგ გუნდი ორად გაიყო და ერთმანეთში თამაში გაიმართა.
ეს კი ვარჯიშის ვიდეო
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
სტატიის ავტორი: dato818
- 8 იანვარი 2011
- 1 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.