“კასტილიამ” იაპონელი ფორვარდი გადაიბირა

“კასტილიამ” იაპონელი ფორვარდი გადაიბირა


“რეალ მადრიდ კასტილიამ” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბოლო შენაძენი გააკეთა. მადრიდელებმა “ხირონადან” იაპონელი თავდამსხმელი იბუსუკი ჰიროში გადაიბირეს, ერთწლიანი არენდით.

ჰიროში 1991 წლის 27 თებერვალს დაიბადა. მისი სიმაღლე 193 სმ-ია, რაც იაპონელს საშუალებას აძლევს კარგად ითამაშოს მეორე სართულზე. მისი კარიერა მშობლიურ “კაშივა რეისოლში” დაიწყო, სადაც ახალგაზრდული გუნდების ჩათვლით, მან 8 სეზონი დაჰყო. 2009 წელს, ჰიროში ესპანურ “ხირონაში” გადაბარგდა და სეგუნდა დივიზიონში 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, თუმცა გოლი არ გაუტანია.

“კასტილიაში” იაპონელი ერთ სეზონს დაჰყოფს და თუ მწვრთენლებს თავი მოაწონა, მაშინ მისი კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება. “რეალის” სარეზერვო გუნდში ფორვარდის შეძენის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც გუნდი ალბერტო ბუენომ დატოვა, რომელიც “ვალიადოლიდში” გადაბარგდა. იბუსუკი ჰიროში კი, სავარაუდოდ, ადამ სჟალაისა და ხავიერ აკუნიას შემცველელი იქნება.

ინფორმაციის წყარო: As.Com

  • niko
  • 3 სექტემბერი 2009
  • 4 479
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)