გარაი: ”ვილიარეალთან” ბურთი უნდა ვაკონტროლოთ
მადრიდის ”რეალის” არგენტინელმა მცველმა, ეზეკილ გარაიმ, განაცხადა, რომ მისი გუნდი მომავალ ტურზე უნდა იყოს კონცენტრირებული და ბურთი უნდა აკონტროლოს ”ვილიარეალის” წინააღმდეგ...
”ისინი ძალიან ლამაზად და ორგანიზებულად თამაშობენ. ეს გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი ხასიათით, რაც შემდეგ შედეგზე აისახებოდა. დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ გამარჯვებას შევეცდებით”.
”მატჩის სადავეები ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ბურთი უნდა ვაკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არამგონია ეს შეხვედრა ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულდეს”.
”მოედნის ცენტრის დაკავება მომავალ დაპირისპირებაში უდიდეს გავლენას იქონიებს მატჩზე. თუ, ჩვენ მოედნის ეს ნაწილი დავკარგეთ, ყვითელი წყალქვეშა ნავები ამით ისარგებლებენ და სამაგალითოდაც დაგვსჯიან”.
ამის გარდა, ეზეკილმა განაცხადა, თუ რაოდენ აღფრთნოვანებულია იგი მისი თანამემამულის, ანხელ დი მარიას თამაშით. არგენტინელმა ისიც დაამატა, რომ იგი იმედოვნებს ”ბარსელონას” ქულების დაკარგვას.
წყარო:marca.com
- 7 იანვარი 2011
- 1 807
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.