კალდერონმა, რონალდო მე ვიყიდეო
“რეალის” ყოფილი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი თავისას მაინც არ იშლის. მან უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ კრისტიანო რონალდო მისი პრეზიდენტობის პერიოდში იქნა შეძენილი.
კალდერონი 2009 წლის იანვარში ოფიციალურად გადადგა. ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი, მას ვისენტე ბოლუდა ცვლიდა, რის შემდეგაც “სამეფო კლუბის” სათავეში კვლავაც ფლორენტინო პერესი დაბრუნდა.
“სპორტის” ჟურნალისტებთან საუბარში, კალდერონმა შემდეგი რამ განაცხადა: “კრისტიანო რონალდო “რეალმა” ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიძინა და ეს ყველამ იცის, თუმცა არავინ აღიარებს. საქმე ისაა, რომ გასულ სეზონში, “რეალის” მოგებამ 100 მლნ. ევრო შეადგინა. რამაც პერესს სუპერტრანსფერების გაჩარხვის საშუალება მისცა. თუმცა აქ რონალდო არ იგულისხმება, პორტუგალიელთან წინასწარ შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მოვაწერე და პერესმაც სწორედ ამ ხელშეკრულებით იხელმძღვანელა.”
კალდერონს, რომელიც “რეალის” პრეზიდენტი 2006 წელს გახდა, “სამეფო კლუბის” დატოვება ფინანსური მაქინაციების გამო მოუხდა, რაც ტრანსფერებიდან მიღებულ თანხას უკავშირდება. დონ რამონმა საერთო ჯამში სატრანსფერო ვაჭრობიდან მიღებული 20 მლნ. ევრო საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა.
ინფორმაციის წყარო: Sport.es
- 3 სექტემბერი 2009
- 4 014
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.