ჟოზე მატჩის შემდეგ
მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რა თქმა უნდა უკმაყოფილო იყო ”ლევანტესთან” ნაჩვენები შედეგით, მაგრამ ის კმაყოფილი იყო იმით, რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს.
”მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელებისთვის რთული იყო ისეთი მატჩის ჩატარება, სადაც თამაშის დაწყებამდე ყველამ ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. მე ძირითად შემადგენლობაში დავაყენე ის მოთამაშეები, ვისაც არ ჰქონდათ დიდა ხანი ნათამაშები. გაგომ და მატეოსმა მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყეს”.
”თამაშის სადავეებს ვაკონტროლებდით, მაგრამ ”ლევანტეს” ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულნი იყვნენ ჩვენგან განსხვავებით. ფაქტი კი ერთია: მათ მოგვიგეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავედით და არა ისინი”.
”რაც მთავარია, რიკი კაკა ბრუნდება. ის აღარ გრძნობს ტკივილებს და მზად არის დაეხმაროს გუნდს. შემდეგ ტურში სანტიაგო ბერნაბეუს ექნება იმის ბედინერება, რომ კაკა იხილოს და კიდევ ერთხელ ნახოს ბრაზილიელის თამაში”.
როგორც ვიცით, მადრიდის ”რეალი” სამეფო თასზე დაუპირისპირდება ”ატლეტიკოს”, ხოლო ამ ორი გუნდის გამარჯვებული კი შეხვდება ”ვილიარეალისა” და ”სევილიას”
შორის გამარჯვებულ გუნდს. ამაზე კი ჟოზე აცხადებს: ”დაუვიწყარი ორმატჩიანი დუელი გველის ”ატლეტიკოსთან”. ასევე ძალიან კარგი სანახავი იქნება 1/2 დინალიც, თუ რა თქმა უნდა გავედით. თასის მოპოვებისთვის ყველა გუნდი იბრძოლებს”.
”ნელ-ნელა სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ახლა ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. მე კრისტიანო და დი მარია მადრიდში დავტოვე, რათა ისინი ”ვილიარეალისთვის” ყოფილიყვნენ მზად. ბენზემა კი ვალენსიაში წავიყვანე, რადგან ეს ასე ჩავთვალე საჭიროდ. ახლა თუ შეცდომა დავუშვით, შეიძლება ეს სეზონის ბოლოს ძვირად დაგვიჯდეს” - დაასრულა მოურინიომ.
წყარო:Realmadrid.com
- 7 იანვარი 2011
- 2 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.