ხაბი ალონსო: ლივერპულის დატოვება ჩემთვის იყო ძალიან რთული.
მადრიდის რეალის ახალმა შენაძენმა ხაბი ალონსომ გააკეთა მცირე კომენტარი ლივერპულიდან გადმოსვლის თაობაზე.
წინა სეზონში როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა დაფიქრდა იმის შესახებ, რომ მე უნდა გავყიდულიყავი და ჩემს ნაცვლად სხვა ახალი ფეხბურთელები შეეძინა გუნდს ეს იყო ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო. ლივერპულის დატოვება ჩემთვის იყო ძალიან რთული.მაგრამ მე მათი გადაწყვეტილება მივიღე როგორც პროფესიონალმა.მე ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი კიდევ ერთხელ ლივერპულის გულშემატკივრებს, იმისათვის, რომ ვუყვარდი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მე წითლებიდან წამოსვლის შემდეგ მოვედი დიდებულ კლუბში რომელსაც მადრიდის რეალი ჰქვია, მე ამ კლუბთან ერთად მსურს მივაღწიო წარმატებებს და მოვიგო ყველა ტურნირი რომელზეც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
სტატიის ავტორი: RealMadridFan
- 3 სექტემბერი 2009
- 1 786
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.