”ლევანტე” - ”რეალი”. პრევიუ
გთავაზობთ მომავალი სათასო მატჩის პრევიუს...
როგორც მოგეხსნებათ, მადრიდის ”რეალი” ფორვადის ძიებაშია. ჟოზე მოურინიომ დაჟინებით მოითხოვა გუნდში შემტევი სტილის მოთამაშის დამატება, რადგან ”რეალს” წინ მხოლოდ და მხოლოდ ბენზემაღა დარჩა, რომელიც არ ამართლებს მწვრთნელის იმედებს.
მორატა? როგორც ჩანს სეუ ჟოზე ამ კანტერანოს ბოლომდე ვერ ენდობა და მისი თქმით, ალვარო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ იყოს გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა. გულშემატკივრები მოითხოვენ მორატას სასტარტოში დაყენებას, მაგრამ ჟოზეს ხასიათი ყველასთვის ცნობილია. მან თუ რამე გადაწყვიტა, იქ ყველაფერი დამთავრებულია. მოუ თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბენზემა არ არის იდეალურ კონდინციებში და მას სჭირდება მთელი 90 წუთი, რათა დაიბრუნოს ძველი ფორმა.
როგორც ვიცით, დღევანდელი მატჩი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ასე, რომ ჟოზეს შეეძლება შანსი მისცეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. როგორც ირკვევა, პორტუგალიელი თავკაცი სასტარტოში გამოიყვანს: ადანს, მატეოსს, გარაის, პედრო ლეონს კანალესსა და გაგოს, რომელის სულ ახლახანს დაბრუნდა ტრავმის შემდეგ. როგორც ზევით ავღნიშნე მოურინიო არ აპირებს ალვარო მორატას ძირითადში გამოყვანას, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს უკანასკნელი მატჩს მეორე ტაიმში შეუერთდეს. ზუსტად ანალოგიური შანსები აქვთ ხუან კარლოსსა და ხუანფრანსაც. ასევე ძალიან საინტერესო იქნება კანალესის თამაშის ხილვა.
ადანი პირველად გამოვა მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში
ანტონიო ადან გარიდო (13.05.1987) როგორც იქნა ეღირსება ძირითად 11-ეულს. როგორც ვიცით მას უკვე აქვს ჩატარებული მატჩი მადრიდელთა რიგებში. ეს წლევანდელი წლის ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, როდესაც ადანმა ტრავმირებული იეჟი დუდეკი ჩაანაცვლა. იგი ”რეალის” მესამე მეკარე 2009 წლიდან არის. ანტონიო იმედოვნებდა, რომ იეჟი დუდეკი კონტრქატს აღარ გაახანგრძლივებდა ”რეალთან” და სწორედ ის გახდებოდა ”ბლანკოსის” მეორე მეკარე და სწორედ ამიტომ მან მოაწერა კონტრაქტს ხელი ”რეალთან” 2014 წლამდე, თუმცა მას მალე იმედები გაუცრუვდა, რადგან 38 წლის პოლონელი მეკარე გუნდში დარჩა.
ადანი გამოირჩევა მისი სიმაღლით (190 სმ). მას ჰყავს ძმა ალფონსო, რომელის მადრიდის ”რეალის” ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის მეკარეა. ადანი თავისუფალ დროს ავარჯიშებს ერთ გუნდს. 2006 წელს ანტონიომ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მას მოუწია ცოტა ხნით ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება.
დღევანდელ შეხვედრაზე, ”სიუდატ დე ვალენსიას” სტადიონზე 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი არ მივა
როგორც ჩანს, ”ლევანტეს” ქომაგები გულდაწყვეტილები არიან იმის გამო, რომ პირველი შეხვედრა მათ 8-0 წააგეს. პროტესტის ნიშნად კი, ნახევარზე ნაკლები ბილეთების რაოდენობა გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის მატჩში, სადაც ”რეალმა” ”ლევანტესტან” ფრე ითამაშა, სტადიონზე 18 000-ზე მეტი გულშემატკივარი მივიდა.
წყარო:as.com @ marca.com
- 6 იანვარი 2011
- 1 878
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.