ლასანა დიარა: ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ვართ
ლასანა დიარა გასული სეზონის მსგავსად, მიმდინარეშიც დიდებულად ასპარეზობს. სანაკრებო შეკრებაზე მყოფ ფეხბურთელს მარკას კორესპოდენტი გაესაუბრა.
“სანაკრებო შეკრებაზე ვარ და ამჟამად “რეალზე” არ ვფიქრობ, რადგან წინ საკმაოდ რთული შეხვედრები გველის. მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უახლოეს შეხვედრებში უნდა გავიფორმოთ. საფრანგეთის ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რასაც სულ მალე დავამტკიცებთ.”
“საფრანგეთის ნაკრებსა და “სამეფო კლუბში” თითქმის ერთნაირი ფუნქციები მაკისრია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მანუელ პელეგრინი, რაიმონ დომენეკთან შედარებით, უფრო მეტ თავისუფლებას მაძლევს, რაც წინ წასვლისა და შეტევის ორგანიზების საშუალებაა, ნაკრებში კი, ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებით ვარ დაკავებული, თუმცა არც შეტევებში ჩართვას ვერიდები.”
“რეალი” ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ შესულა. ფეხბურთელთა უმეტესობა, ჩემი ჩათვლით, ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, თუმცა სულ მალე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმსაც იხილავთ. გასული სეზონი ჩემთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან სეზონის ტიტულით ვერ დავასრულეთ. წელს კი, იმედი მაქვს, რომ უფრო ნაყოფიერი სეზონი გვექნება, როგორც გუნდს, ასევე მე.”
შეგახსენებთ, რომ, “რეალმა” ლასანა დიარა ინგლისური “პორტსმუთიდან” 2008 წლის დეკემბერში, 20 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადაიბირა.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 3 სექტემბერი 2009
- 2 363
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.