”ინტერი” და ”რეალი” ტალანტებისთვის იბრძოლებენ
როგორც ვიცით, მადრიდის ”რეალი” ფორვარდის ძიებაშია, სწორედ ამიტომ კლუბის სკაუტებმა გადაწყვიტეს პერსპექტიული ახალგაზრდების ძებნა. როგორც ჩანს, ”მერენგები” ”სანტოსის” ორი ფორვარდით, ნეიმარითა და განსოთი არიან დაინტერესებულნი.
ამ მოთამაშეთა ყიდვაში ”რეალს” ”ინტერი” შეეცილება, რომელიც ასევე ცდილობს გუნდის გაძლიერებას, მაგრამ არსებობს ერთი ფუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ ევროპულმა კუბებმა მიაღწიეს შეთანხმებას ”სანტოსთან”, მაშინ ნეიმარი აღმოჩნდება მადრიდში, ხოლო განსო კი ”ინტერში”.
ნეიმარით მადრიდელთა და მილანელთა გარდა, დაინტერესებულნი არიან ”ჩელსის” მესვეურები, ხოლო განსოთი კი აღფრთოვანებულია სერ ალექს ფერგინსონი. ”სანტოსის” მესვეურები აცხადებენ, რომ ნეიმარს ისინი 40 მილიონზე ნაკრებ ფასში არ გაყიდიან, ხოლო განსოს კი 25 მილიონზე ნაკლებში.
წყარო:tribalfootball.com @ elmundo.com
- 6 იანვარი 2011
- 2 063
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.