პერესი დათანხმდა თავდამსხმელის ყიდვას

მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მზად არის შეიძინოს ფორვარდი...

როგორც მოგეხსნებათ, ფლორენტინომ და ვალდანომ განაცხადეს, რომ ისინი ზამთარში არავის დაიმატებდნენ, თუმცა ისინი მიხვდნენ, რომ მხოლოდ ერთი ფორვარდით ყოფნა ძალიან სახიფათოა. ასე, რომ ისინი მზად არიან შეიძინონ ფორვარდი. დონ პერესის განცხადებით, იგი მზად არის შეიძინოს უკვე ჩამოყალიბებული, გამტანი და მაღალი დონის თავდამსხმელი. ის აცნობიერებს იმას, რომ ამისთვის ძალიან დიდი თანხაა საჭირო, თუმცა იგი ყველაფერზე თანახმაა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ახლა ჟოზეს გუნდს ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები არ სჭირდება, რადგან ადაპტაციისთვის ბევრი დრო იქნება საჭირო, სეზონი კი უკვე დასკვნით ფაზაში შედის.

მადრიდის ”რეალი” მუშაობს ლუკაშ ბარიოსზე, რომელიც ჟოზე მოურინიოს ძალიან მოსწონს. სეუ ჟოზე არც ნელსონ ვალდესზე იტყოდა უარს. მისი თქმით, ეს მოთამაშეები ”რეალის” სტილში ჯდებიან. ასევე სავარაუდოა, რომ მადრიდელებმა ემანუელ ადებაიორიც შეიძინონ.


წყარო:elmundo.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)