სემი ხედირას ინტერვიუ

მადრიდის ”რეალის” საყრდენმა ნახევარმცველმა, სემი ხედირამ, ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს...

როგორ შეეგუეთ ესპანეთს?

თავიდან, რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა გამოსწორდა და ამაში მოურინიო დამეხმარა. გავიდა დრო და ესპანეთს შევეჩვია და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.

ჟოზე ამბობდა, რომ შენ და ოზილს ძალიან გიჭირთ გუნდელებთან საუბარი ენის არცოდნის გამო...

მან მითხრა, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდებოდა. არავის არ შეუძლია ენა სამ კვირაში ისწავლოს. ახლა კი ცოტა ესპანური ვიცი და გუნდელებს ჩემი კარგად ესმით.

როგორ მიდის ესპანურის სწავლა?

თავიდან ესპანელი კერძო მასწავლებელი მყავდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო, ამის შემდეგ კი მე მივმართე გერმანელ სპეციალისტს, რომელმაც ძალიან საინტერესო კურსი დამინიშნა. მადრიდში არ არის აუცილებელი ესპანურის ცოდნა, რადგან აქ ინგლისური ყველას ესმის. ამის მიუხედავათ, მე მაინც ვისწავლი ესპანურს, რადგან პატივს ვცემ ამ ქვეყანას. აქ მარტო ფულის გასაკეთებლად არ ჩამოვსულვარ.


ხანდახან სეირნობთ?

დიახ

მადრიდზე რას იტყვით?

მადრიდი ულამაზესია, განსაკუთრებით აქაური შენობები მომწონს, მაგრამ ცოტა მაღალია, რაც ჩემში შიშს იწვევს.

რა აქვს მოურინიოს განსაკუთრებული?

მისი ლიდერობა. ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელის გარდა, ბრწყინვალე ადამიანია. კი, ჩვენ მილიონერები ვართ, მაგრამ რობოტები არ ვართ და ხანდახან ჩვენც გვჭირდება ვარჯიშის გარდა კონტაქტი, ეს კი მოუმაც კარგად იცის და ყველაფერს აკეთებს ჩვენი კარგად ყოფნისთვის. მე ჯერ არ მინახავს მწვრთნელი, ვინც ვარჯიშის მერე ბურთებს ალაგებს. ჟოზე დიდებულია.

ის ფეხბურთელებს ესაუბრება, როდესაც ისინი ისვენებენ?

დიახ. როდესაც ტრავმა მივიღე, მან დამირეკა და მომიკითხა. ის ამას არამარტო ჩემთან, არამედ ყველასთან ასე აკეთებს.

ჟოზემ კლასიკოს შემდეგ დაგიცვათ...

ის ჩვენ გვაკრიტიკებდა, მაგრამ სურდა, რომ ეს ბარიერი გადაგველახა.

”რეალის” გულშემატკივრებს მოსწონთ თქვენი თამაში...

მე მინდა ერთი რაღაც ვაღიარო, მაგრამ არ გაბრაზდეთ. მე ვთამაშობ იმისთვის, რომ მოვიგო ტიტულები და არა იმისთვის, რომ ვითამაშო პუბლიკაზე. მე ჩემი სტილი მაქვს.

გუნდში ბევრი ვარსკვლავია, რას აკეთებთ ხოლმე ერთად?

ყოველ ორ თვეში ერთხელ დავდივართ რესტორანში და ერთად ვატარებთ დროს.

ვინ იხდის?

მომავალ წასვლაზე მე და მესუთი გადავიხდით. რამოსმა ასე თქვა თქვენი ჯერიაო და ამას ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ.

რა ურთიერთობა გაქვთ კრიშტიანოსთან?

მე აღფრთოვანებული ვარ რონალდოთი. ის ნამდვილი პროფესიონალია და ყველაზე მეტს მუშაობს. როდესაც, მადრიდში ჩავედი მან მითხრა, რომ ის არ იყო ღამის კლუბების მოყვარული. მან ძალიან დიდი დახმარება გამიწია და ასევე ისიც მითხრა, რომ მადრიდში მე არ მქონდა შეცდომის დაშვების უფლება, რადგან აქ არავის არაფერი არ ეპატიება.



წყარო:as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)