ლასი ”რეალიდან” არ გადავა
ლასანა დიარამ საკუთარი მომავალი მადრიდის ”რეალის” ხელმძღვანელობასთან განიხილა...
როგორც ვიცით, ლასი ძალიან შეწუხებული იყო მისი ამჟამინდელი მდგომარეობით. სწორედ ამიტომ, იგი და მისი აგენტი, მადრიდელთა დირექტორებს შეხვდნენ კონტრაქტის განსახილველად და გადაწყდა, რომ ფრანგი ფეხბურთელი გუნდს როგორც მინიმუმ 2011 წლამდე არ დატოვებს.
ლასს აუხსნეს, რომ იგი ჟოზე მოურინიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ასევე ისიც განუცხადეს, რომ ძალიან კარგია გუნდში კონკურენცია, რომელიც ლასანას სემი ხედირასთან აქვს. ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს.
წყარო:as.com
- 5 იანვარი 2011
- 2 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.