Los Galacticos

Los Galacticos

ამ სტატიაში, მინდა რამოდენიმე წლით უკან დავბრუნდე და მადრიდის რეალის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო პერიოდი გავიხსენო, სადაც მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ და მათი შესანიშნავი თამაშის გამო გუნდს - გალაქტიკოსი ეწოდა…

ალბათ თქვენ დასვამთ კითხვას - რა შუაშია დღეს, 2011 წლის 5 იანვარს გალაქტიკოსის ხანა?

პირველ რიგში მინდა გაგახსენოთ, თუ როგორი კლუბი იყო რეალი ათი წლის წინ, ამ პერიოდს თითოეული მადრიდის რეალის გულშემატკივარი დიდი სიამაყით იხსენებს. დღესდღეობით მსოფლიოში უძლიერესი გუნდი ბარსელოაა, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, როცა მადრიდელები საუკეთესონი იყვნენ და რეალი ბარსელონაზე გაცილებით მაღალ დონეზე იდგა. ამ საიტზე არის ბევრი მომხმარებელი, რომლებმაც ძალიან მცირე რამ იციან ამ პერიოდის შესახებ. მე შევეცდები გარკვეული წარმოდგენა გავუჩინო მათ, თუ რა გუნდს წარმოადგენდა მადრიდის რეალი 2000 წლიდან, როცა კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა. სწორედ მან შექმნა ლეგენდარული გუნდი სახელად “გალაქტიკოსი”.


Los Galacticos


დიახ, გალაქტიკოსის პერიოდი იყო მადრიდის რეალის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო. ამ გუნდში გამოდიოდნენ საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც შემდგომში ლეგენდებად იქცნენ: ზიდანი, ფიგუ, ბექემი, კარლოსი, რონალდო, რაული და ა.შ. ისინი თავიანთი თამაშით პუბლიკას გასაოცარ სპექტაკლებს უდგამდნენ. სანტიაგო ბერნაბეუზე თითქმის ყველა თამაშში ანშლაგები იყო, სადაც ყველა ეს ვარსკლავები იღებდნენ მონაწილეობას. ამ პერიოდში სამეფო კლუბმა მოიგო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა. ასეთი ლეგენდარული შემადგენლობის ფუძემდებელი კი პლორენტინო პერესი იყო.

Los Galacticos


ყველაფერი დაიწყო 2000 წელს, როდესაც პერესი მადრიდის რეალის პრეზიდენტი გახდა. მან არჩევნებში ლორენცო სანსი დაამარცხა. ამ დროს კლუბში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. პერესმა გულშემატკივრებს იმ დროს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მოთამაშის ლუიშ ფიგუს გუნდში მოყვანა და 250 მლნ. ევროიანი ვალიდან ამოსვლას შეჰპირდა. ესპანელმა ბიზნესმენმა პირველი დანაპირები ეგრევე შეასრულა, ხოლო გუნდის ვალების დაფარვა დროთა განმავლობაში მოახერხა.



მაშ ასე, ფლორენტინომ დაიწყო ახალი გუნდის შენება. როგორც ზემოთ ვახსენე მისი პირველი ნაბიჯი ლუიშ ფიგუს შეძენა იყო, პორტუგალიელი რეალში 2000 წელს გადავიდა. ბლანკოსმა მასში იმ დროისათვის რეკორდული თანხა გადაიხადა - 56 მილიონი ევრო..ესპანელი ბიზნესმენის პრეზიდენტობის პირველივე წელს "რეალმა" ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე მოიპოვა გამარჯვება.შემდეგ წელს "ბლანკოსმა" მოიგო "ჩემპიონთა ლიგა", საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. 2002/2003 წლებში "რეალი", მთელი სეზონის განმავლობაში ებრძოდა "სოსიედადს" ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისათვის და ამ ბრძოლაში სწორედ "ბლანკოსმა" გაიმარჯვა. ამავე წელს "თეთრებმა" იზეიმეს ესპანეთის სუპერთასზე ,სადაც ფინალში “მალიორკა” დაამარცხეს.პერესის პრეზიდენტობის დროს კლუბმა მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, ლა ლიგა(2-ჯერ), 1 ესპანეთის თასი, გუნდი ფანტასტიურად გამოიყურებოდა.მასში ირიცხებოდნენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, ისინი თამაშობდნენ ულამაზეს ფეხბურთს, რომელსაც გულშემატკივრებმა “თეთრი ბალეტი” შეარქვეს.





ფლორენტინო პერესის ყველაზე ცნობილი ტრანსფერები:

Los Galacticos


ლუიშ ფიგუ - 56 მლ ევრო - გადმოვიდა 2000 წელს.
ზინედინ ზიდანი - 65 მლ ევრო - გადმოვიდა 2001 წელს.
რონალდო - 50 მლ ევრო - გადმოვიდა 2002 წელს.
დავიდ ბექემი - 46 მლ ევრო - გადმოვიდა 2003 წელს.



როგორც ხედავთ, პერესი გუნდს ყოველ წელს სუპერვარსკვლავს ამატებდა. მისი მიზანი იყო რეალი საუკეთესო გაეხადა. აღსანიშნავია, რომ რეალის პრეზიდენტმა თავის მიზანს მიაღწია. სამეფო კლუბი იმ დროს ყველაზე ძლიერი გუნდი გახდა, რომლის შეჩერება შეუძებელი იყო. ამ დროს სამეფო კლუბში აქცენტი კეთდებოდა შეტევაზე. მათ არ ეშინოდათ გოლის გაშვების, რადგან თვითონ ათმაგად ბევრს იტანდნენ.

ძირითადი თერთმეტეული.

კარს კასილასი იცავდა. დაცვაში მიჩელ სალგადო, ფერნანდო იერო, ივან ელგერა და რობერტო კარლოსი იდგა. ნახევარდაცვაში ზიდანი, მაკელელე, ფიგუ და ბექემი თამაშობდენ ხოლო თავდასხმაში რონალდოს და რაულის წყვილი იყო. მათი თამაშები იყო როგორც სპექტაკლი. სამეფო კლუბის გულშემატკივრები ყოველ მომდევნო თამაშს სულმოუთქმელად ელოდნენ, რათა თვალი ედევნებინათ ულამაზესი შეხვედრებისთვის, რომლებსაც გალაქტიკოსები ატარებდნენ.




მაგრამ ყოველ ბედნიერ ისტორიას აქვს თავისი დასასრული. ექსპერტების აზრით, გალაქტიკოსის აღმავლობის ხანის დასასრული დაკავშირებულია ფლორენტინო პერესის ორ დიდ შეცდომასთან.

პირველი შეცდომა

Los Galacticos



ეს შეცდომა რა თქმა უნდა არის, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდიდან გაშვება. კაცის, რომელმაც კლუბს ყველაფერი მოაგებინა რაც კი შეიძლებოდა: ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ლა ლიგა, სუპერთასი და ა.შ. დელ ბოსკემ მთელი თავისი ცხოვრება ფაქტიურად კლუბს შესწირა. 11 წელი მადრიდის რეალის პირველი გუნდის მაისურით გამოდიოდა. მან იცოდა გუნდის ფილოსოფია. თავის სამუშაოს ასრულებდა არა იმიტომ რომ ამაში ფულს უხდიდნენ, არამედ იმიტომ რომ შესტკიოდა გული თავის გუნდზე. რატომ გაუშვეს ასეთი ადამიანი, რომელიც ყველა წელს ტიტულს იგებდა და მისი გუნდი იყო საუკეთესო მსოფლიოში, დღემდე ბევრი ექსპერტისთვის გაურკვეველია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ამ მწვრთნელის გაშვების შემდეგ სამეფო კლუბის პირველობა დასრულდა.



მეორე შეცდომა

Los Galacticos


როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს მეორე შეცდომად, გუნდის ყველაზე ნაკლებად გამორჩეული ფეხბურთელის, კერძოდ კლოდ მაკელელეს გუნდიდან გაშვება ითვლება. ის იყო ფებურთელი, რომელიც აკავშირებდა ერთმანეთთან გუნდის დაცვას და თავდასხმას. ფრანგი იყო უნიკალური, ის ასრულებდა უდიდეს სამუშაოს, ფაქტიურად არ იღლებოდა და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. გააჩნდა საოცარი სტაბილურობა, რაც გუნდს ძალიან ეხმარებოდა ყველა თამაშში. მაკელელე ყოველთვის იყო იქ, სადაც გუნდს უჭირდა. სამეფო კლუბის ლეგენდამ ზინედინ ზიდანმა ერთერთ თავის ინტერვიუში კლოდზე ასეთი განცხადება გააკეთა: “ის დღითიდღე მაოცებს, მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მაკელელე გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”. მართლაც, მაკელელე ერთერთი საუკეთესო ფიგურა იყო გუნდში. ეს დასტურდება იმითაც, რომ ფრანგის წასვლის შემდეგ დაიშალა გუნდის სისტემა, რომელიც მთლიანად იყო მაკელელეზე დამოკიდებული. ფაქტიურად დასრულდა გალაქტიკოსის ხანა.






ფეხბურთელები, რომლებიც გალაქტიკოსის შემტევ ძალას წარმოადგენდნენ.


Los Galacticos




ზინედინ ზიდანი


Los Galacticos


ზიდანი ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად. მას აქვს მოგებული ყველაფერი რაც კი შეიძლება. ზინედინს გააჩნდა ყველასაგან განსხვავებული და ამავდროულად ულამაზესი თამაშის სტილი. როცა ის ბურთს მიაგორებდა შეუძლებელი იყო მისთვის ბურთის წართმევა. ფრანგის გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლევერკუზენის ბაიერნის წინააღმდეგ, ითვლება ერთერთ საუკეთესოდ ამ ჩემპიონატის ისტორიაში.

მისი თვისებები:


<< შესანიშნავი და განუმეორებელი ბურთის ფლობა.
<< დიდებული მოედნის ხედვა, ის აკეთებდა საოცარ გადაცემებს.
<< ორივე ფეხით ერთ დონეზე თამაშობდა ფეხბურთს.
<< ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ თამაშში, ის ყველგან იყო გუნდის ლიდერი.
<< მას გააჩნდა ყველაფერი, რაც საჭიროა ნახევარმცველისთვის.







დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი:


Los Galacticos


ბექჰემი იყო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი. დევიდს, ძალიან დიდი ფინანსური სარგებლობა მოჰქონდა კლუბისთვის. რა თქმა უნდა აგრეთვე ის იყო უდიდესი დონის ფეხბურთელი, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა თამაშის დონით თანაგუნდელებს.

თვისებები:


<< ჰქონდა შესანიშნავი ბურთის გადაცემის უნარი.
<< უპრობლემოდ შეეძლო მოედნის ნებისმიერ წერტილში ბურთის გადაცემა.
<< ის დღესაც ითვლება საუკეთესო ჯარიმის შემსრულებლად.
<< ეკონომიკური წინსვლა, რომელიც მან კლუბს მოუტანა გასაოცარია.







ლუიშ ფილიპე მადეირა კაეირო ფიგუ


Los Galacticos


ფიგუს ზიდანივით ყველაფერი გააჩნდა, რაც საჭირო იყო ნახევარმცველისთვის. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდში მოსვლის პირველივე სეზონიდან დაიწყო თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენება. მისი ძალიან დიდი დამსახურებაა იმავე წელს მადრიდის რეალის ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებაში.

თვისებები:


<< მოწინააღმდეგესთვის გამანადგურებელი დრიბლინგი.
<< ის არ იყო ცნობილი სისწრაფით, მაგრამ ყოელთვის სწრაფი იყო თავის მოწინააღმდეგეზე.
<< ორივე ფეხით ერთ დონეზე შეეძლო მეტოქის კარის აღება.
<< შესანიშნავად ასრულებდა სტანდარტებს მოედნის ნებისიერი წერტილიდან.
<< ნებისმიერი მომენტიდან შეეძლო გუნდისთვის სარგებელი მოეტანა.
<< დიდებული თამაშის ხედვა და გაგება.







რაულ გონსალეს ბლანკო


Los Galacticos



რაულს, როგორც ფეხბურთელს ყველა კარგად იცნობთ. მე არ დავიწყებ მის აღწერას და თვისებების ჩამოწერას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ესპანელი გალაქტიკოსის განუყოფელი ნაწილი იყო, ის შესანიშნავ ტანდემს ქმნიდა რონალდოსთან ერთად და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გუნდს დახმარებოდა.







ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო



Los Galacticos



ის ითვლება ერთერთ საუკეთესო თავდამსხმელად ფეხბურთის ისტორიაში. რონალდო იყო განუმეორებელი, როცა ის ბლანკოსის რიგებში მოვიდა, უკვე ძალიან ბევრს ჰქონდა ფეხბურთში მიღწეული, მაგრამ ბრაზილიელმა წარსული დაივიწყა და ახალი ისტორიის შექმნა დაიწყო. რონალდო უნიკალური ფეხბურთელი იყო, რომელსაც შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე. ყველასთვის გასაოცარი იყო, თუ როგორ ადვილად ახერხებდა თითქოს ურთულესი ქმედებების განხორციელებას. მადრიდში ბრაზილიელს, გენიალური თამაშის გამო ფენომენი შეარქვეს.

თვისებები:


<< მან ყოველთვის იცოდა, თუ რას ფიქრობდა მცველი.
<< თავის დროზე რონალდო მსოფლიოს უსწრაფესი ფეხბურთელი იყო,
<< უმაღლესი დონის ბურთის კონტროლი.
<< ერთ დონეზე ფლობდა ორივე ფეხს.
<< მისი ფინტები იყო საუცხოო და ულამაზესი.
<< ბრაზილიელმა ფეხბურთი ახალ დონეზე აიყვანა.














ჩემი სტატიის დასკვნით ნაწილში, გავიხსენებ გალაქტიკოსის რამოდენიმე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თამაშს.



ერთერთ ასეთ შეხვედრად უდავოდ ითვლება რეალ სოსიედადთან 2005 წლის 5 იანვარს გამართული მატჩი.
ეს შეხვედრა გაიმართა 12 დეკემბერს, მაგრამ "ბერნაბეუს" აფეთქების საშიშროების გამო შეხვედრა შეწყვიტეს. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, ანგარიში 1:1 გახლდათ.
24 დღის შემდეგ მატჩი 84 - ე წუთზე განაახლეს. ამ თამაშის მოგება მადრიდელებს წყალივით სჭირდებოდათ. საოცარია, მაგრამ ეს ასეც მოხდა. რეალის ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე შეხვედრა სამეფო კლუბის სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. ბასკების და მადრიდელების დაპირისპირება ისტორიაში შევიდა როგორც ექვსწუთიანი მატჩი.



გთავაზობთ ამ თამაშის ვიდეოჩანაწერს, რათა თავად იხილოთ ეს დაპირისპირება.








გალაქტიკოსის ხანაში გავიდა ყველაზე სწრაფი გოლი მადრიდის რეალის ისტორიაში, რომლის ავტორი ბრაზილიელი რონალდოა.










არ შემიძლია არ გავიხსენო ამ პერიოდში ჩატარებული ელ კლასიკოებიდან, ერთერთი მაინც. მაგალითად შემოგთავაზებთ 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში ბარსელონასთან გასვლით შეხვედრას, რომელიც მადრიდელების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

პირველი ნახევარი



მეორე ნახევარი








ბარსელონაზე გამარჯვების შემდეგ, ფინალში რეალს ლევერკუზენის ბაიერნი შეხვდა, რომელზედაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მე - 9 ჯერ გახდა. (ეს არის რეკორდული მაჩვენებელი).
ეს შეხვედრა ასევე ცნობილია ზინედინ ზიდანის ბრწყინვალე გოლით, რომელიც ამ გათამაშების ისტორიაში ერთერთ საუკეთესოდ ითვლება.








ეხლა შემოგთავაზებთ მადრიდის რეალის 2 მატჩიან დუელს მანჩესტერ იუნაიდტედთან. ეს დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთერთ საუკეთესოდ ითვლება.ინგლისში ჩატარებული შეხვედრა, რომელიც მანჩესტერის მოგებით ანგარიშით 4 - 3 დასრულდა, ჩემპიონატის საუკეთესო მატჩად დაასახელეს.

მადრიდში ჩატარებული პირველი შეხვედრა

პირველი ნახევარი





მეორე ნახევარი






ინგლისში ჩატარებული მეორე შეხვედრა

პირველი ნახევარი




მეორე ნახევარი









და ბოლოს, მე მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო ვიდეო,აქ ნაჩვენებია, თუ როგორ ემზადებოდნენ გალაქტიკოსები ელ კლასიკოსთვის. ისინი ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი, განიცდიდნენ ერთმანეთის გამო. საბოლოოდ კი ერთსულოვნებით დაამარცხეს ბარსელონა.



როცა ამ ვიდეოებს ვუყურებ მახსენდება, თუ როგორი გუნდი იყო ერთ დროს რეალი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გაერთიანდნენ ერთი მიზნის ირგვლივ. გალაქტიკოსის ფეხბურთელებს ჰქონდათ ერთი მიმართულება, რომლითაც ისინი გამარჯვებამდე მიდიოდნენ .

დღეს, 2011 წელს კლუბში სულ სხვა მდგომარეობაა, ფლორენტინო პერესი ორი წლის წინ მეორედ მოგვევლინა რეალის პრეზიდენტად, მან ახალი პროექტი წამოიწყო.იმის მიუხედავად, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა, მაგრამ გუნდი მაინც თავისი საუკეთესო ფეხბურთის ძიებაშია, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პერესი მეორეჯერ მიაღწევს თავის მიზანს და მოვა დრო როცა მადრიდის რეალი კვლავ გახდება მსოფლიოს საუკეთესო გუნდი..

  • dato818
  • 6 იანვარი 2011
  • 5 516
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)