დასკვნითი ვარჯიში
დღეს მადრიდის რეალის ფეხბურთელები "ვალდებებასის" ბაზაზე შეიკრიბნენ ადგილობრივი დროით 11:00 საათზე და ფინალური სესია გამართეს.
ვარჯიშს მადრიდის რეალის 26 ფეხბურთელი დაესწრო, მათ შორის ხუთი კასტილიელი (პაჩეკო, ხესუსი, კარლოსი, ხუან ხუანფრანი და მორატა). პორტუგალიელის შეგირდებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს. შეგახსენებთ, რომ გუნდი ხვალ ვალენსიაში გაემგზავრება.
ვარჯიშის პირველი 15 წუთი პრესისთის ღია იყო. სესია ფიზიკური სამუშაოებით დაიწყო, ამის შემდეგ მადრიდელები ორ ჯგუფად დაიყვნენ და ფეხბურთი ითამაშეს. კასილასი, ჩაბი ალონსო, დი მარია, ალბიოლი, მარსელო და იოზილი განცალკევებით ვარჯიშობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს რონალდო არ ესწრებოდა, მას მცირე პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დიარა პირადი პრობლემების გამო სამწვრთნელო შტაბისგან ვარჯიშის გამოტოვების ნებართვა აქვს. ხოლო იგუაინი და დუდეკი კვლავ ტრავმირებულნი არიან.
ეს კი ვარჯიშის ვიდეო:
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 5 იანვარი 2011
- 1 970
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.