ლოურომ ჟულიო სეზარის ჯილდო მიიღო
"უეფამ" 2010 წლის საუკეთესო მეკარედ ჟულიო სეზარი დაასახელა, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგის" მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
შარშანდელ ბრაზილიელი მეკარის მწვრთნელი სწორედ სილვინო ლოურო იყო, რომელიც ამჟამად ჟოზე მოურინიოსთან ერთად უკვე "ბლანკოსში" მუშაობს და იკერ კასილასს ავარჯიშებს.
ხსენებული მეკარეთა მწვრთნელი ჟოზეს ყველგან დაყვება. მან პირველად მეკარეთა საუკეთესო მწვრთნელის ტიტული 2004 წელს მიიღო, როდესაც ვიტორ ბაიას ავარჯიშებდა. შემდეგ იყო ლონდონის ჩელსიში მოპოვებული 3 ტიტული 2005, 2007 და 2008 წლებში პეტრ ჩეხთან ერთად. 2010 წელს კი მან კიდევ ერთხელ მიიღო ეს ტიტული ჟულიო სეზართან ერთად.
"მე და ჟულიო მეგობრები ვართ, გახარებული ვარ იმით, რომ ამ ტიტულს დავეუფლე, შარშან სეზარი ნამდვილად იმსახურებდა ამ ტიტულს, 2011 წელს კი ჩემპიონთა ლიგა "რეალმა" უნდა მოიგოს და ხსენებულ ტიტულს ჩემთან ერთად კასილასი უნდა დაეუფლოს."
- 5 იანვარი 2011
- 1 920
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.