მაჰამადუს მალაგაში იხმობენ
უცხოურმა საიტმა Footballpress.Net-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მადრიდის "რეალის" მალელ ნახევარმცველზე მაჰამადუ დიარაზეა საუბარი...
ყველამ კარგად ვიცით, 29 წლის ჩამშლელს უკვე გადაწყვეტილი აქვს "ბლანკოსის" დატოვება.
მაჰამადუს შეძენით "ასტონ ვილა" და "ევერტონი იყვნენ დაინტერესებულნი. ახლა კი ამ სიას მანუელ პელეგრინის "მალაგა" დაემატა.
მანუელ პელეგრინის ძალიან სურს დიარას გადმობირება და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.
შეგახსენებთ, რომ "მალაგამ" მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ბრაზილიელი ჟულიო ბაპტისტა იყიდა, რომელიც ბოლო წლებში იტალიის "რომას" ღირსებას იცავდა.
- 5 იანვარი 2011
- 1 572
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.