რუმენიგე:"რიბერი "ბაიერნში" კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება"
კარლ–ჰაინც რუმენიგემ დაარწმუნა ფრენკ რიბერი გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს.მან გამორიცხა რაიმე სახის შეთანხმება "რეალთან"
მადრიდის "რეალს" გადაწყვეტილი ჰქონდა კონტრაქტი გაეფორმებინა ფრანგ ნახევარმცველთან ამავე ზაფხულს,მაგრამ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა რიბერის გაშვებაზე."ყველას ეგონა,რომ ფრენკი დატოვებდა გუნდს.ჩვენ ვიბრძოლეთ მისი შენარჩუნებისთვის და ჩვენ ეს შევასრულეთ"–განაცხადა რუმენიგემ.
კარლ–ჰაინცის თქმით,მიუხედავად იმისა,რომ "ბაიერნმა" არ გაუშვა მადრიდში რიბერი,ამ ორ კლუბს შორის კარგი ურთიერთობა შენარჩუნდა.ამაში კი დიდი როლი არიენ რობენის ტრანსფერმა ითამაშა.
რობენი მიუნხენელებმა 25 მლნ.ევროდ შეიძინეს "რეალიდან"."ჩვენ გვყავს გუნდი სერიოზული ფინანსებით.ფინანსურად ისე კარგად ვართ,როგორც არასდროს"–აცხადებს რუმენიგე.
რობენის სადებიუტო მატჩში გატანილი სამით აღფრთოვანებულია რუმენიგე და ელოდება შესანიშნავ სეზონს."ჩვენ შევქმენით დიდი გუნდი საუკეთესო მწვრთნელთან ერთად.რობენი–რიბერის წყვილი ითვლება არაჩვეულებრივ იარაღად".
ინფორმაციის წყარო:As.com
- 2 სექტემბერი 2009
- 3 222
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.