ადებაიორი 19 მილიონი ევრო ღირს
სამეფო კლუბის, წინა ხაზელის ძიებაშია, განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის არის ტოგოელი ფორვარდი ემანუელ ადებაიორი...
თუ დავუჯერებთ პრესტიჟულ გამოცემას "Daily Mirror" მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობა ემანეულს 19 მილიონ ევროდ შეელევა და მის მსურველ გუნდს სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა მოუწევს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით ტოგოელი ფორვარდის გუნდიდან წასვლას შეიძლება იმან შეუწყოს ხელი, რომ "სიტი" ედვინ ძეკოს გადაბირებას ცდილობს(ისევე როგორც "რეალი"). თუკი ვოლფსბურგის ამჟამინდელი მოთამაშე ინგლისში ჩავა, მაშინ ადებაიორის შეძენა "რეალს" გაცილებით უფრო გაუადვილდება.
"ბლანკოსი" ხსენებული ფეხბურთელების გარდა კარლოს ტევესის შეძენითაცაა დაინტერესებული, მაგრამ ამ ტრანსფერის გაჩარხვის შანსი 2-3% გახლავთ, ვინაიდან არგენტინელი ფორვარდი საკუთარი გუნდის უდავო ლიდერი და მთავარი მეგოლეა.
- 4 იანვარი 2011
- 2 134
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.