IFFHS : "საუკეთესო მეკარე იკერ კასილასია"
IFFHS- ის რეიტინგით, კასილასი მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა...
იკერმა ამ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული "სეივებით" და დამაჯერებელი თამაშით. გამოკითხვაში მონაწილეობა ექსპერტებმა მიიღეს. კასილასმა 304 ხმას მოუყარა თავი და ჩამოიტოვა მილანის "ინტერის" გოლკიპერი, ჟულიო სეზარი, რომელმაც 124 ხმა მიიღო, მესამე ადგილზე კი პეტერ ჩეხი გავიდა 56 ქულით.
- 4 იანვარი 2011
- 2 027
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.