სერხიო : "მთავარი გამარჯვება იყო"
სამეფო კლუბის მოთამაშემ, სერხიო რამოსმა "ხეტაფესთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მოგება გაუჭირდა, მაგრამ მთავარი მაინც საფინალო სასტვენის შემდეგ დაფიქსირებული ანგარიში იყო...
"ჩვენ რთული გამოცდა ჩავაბარეთ იმის შემდეგ, რაც მოედანი ალვარო არბელოამ დატოვა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ანგარიში შეგვენარჩუნებინა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რადგან "ხეტაფე" კარგი გუნდია."
"კაკას დაბრუნებით ყველა კმაყოფილია და იმედი მაქვს იგი ჩვეულ ფორმაში სულ მალე ჩადგება."
"გონსალო იგუაინის ტრავმა შემაშფოთებელია, პიპიტა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, სამწუხაროა, რომ "რეალი" გუნდის ერთ-ერთ უდავო ლიდერს ყოველთვის კარგავს თანაც დიდი ხნით, იმედი მაქვს პიპიტა მალე დაბრუნდება."
- 4 იანვარი 2011
- 1 671
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.