მოურინიო : "გარდამავალი თამაში იყო"
"ხეტაფესთან" გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ საპრესკონფენრეციო დარბაზისკენ აიღო გეზი და ჟურნალისტებს გაესაუბრა...
"თამაში ისე დაიწყო თითქოს დიდი ანგარიშით მოვახერხებდით გამარჯვებას, მაგრამ პარეხოს გოლის შემდეგ ყველაფერი აირია და აშკარად მასპინძლები დომინირებდნენ, რამაც ამანერვიულა. სადავეები "ხეტაფეს" ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ და სასწრაფოდ გარდატეხა იყო საჭირო. მეორე ტაიმში უფრო დამაჯერებლად გავედით სტადიონზე და გოლის გატანაც მოვახერხეთ, მაგრამ შემდეგ მსაჯმა არბელოა გააძევა და სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. საბედნიეროდ გამარჯვება მოვახერხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო."
"3 ქულის მოპოვება რთული იყო, მაგრამ ეს გუნდის ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია, ფეხბურთელებს დიდი ხანია ვუნერგავ ბოლომდე ბრძოლის ჟინს და შედეგსაც ნელ-ნელა ვხედავ. ძალიან კარგია, როდესაც მოთამაშე გიჯერებს, ასე შედეგის მიღწევა უფრო ადვილი ხდება. 17-იდან 14 მატჩი მოვიგეთ, რაც არც ისე იოლი საქმეა."
"ხეტაფეს სწრაფი და მობილური ფეხბურთელები ჰყავს, რაც მათი წარმატების საწინდარია, ეს გუნდი ხელწამოსაკრავი არავის ეგონოს."
"ლასის თამაში არ მომეწონა და სწორედ ამიტომ შევცვალე, თან მან გაფრთხილება მიიღო და არ მინდოდა მოედანზე კაცნაკლულნი დავრჩენილიყავით, თუმცა არბელოამ მაინც 10 კაცით დატოვა გუნდი."
"კაკას დებიუტი შესანიშნავი იყო, ეს მოვლენა საერთოდ ფეხბურთისთვის არის კარგი, რადგან ბრაზილიელი მოთამაშე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. "ხეტაფესთან" მან 15 წუთი ითამაშა, "ლევანტესთან" 20 წუთს ითამაშებს, ხოლო "ვილიარეალთან" 25-30 წუთი ექნება სათამაშოდ, ამის შემდეგ კი ბრაზილიელი უფრო აკრიფავს ფორმას და გუნდის ლიდერიც იქნება, რიკი მადრიდის "რეალისთვის" ძალიან ბევრს ნიშნავს, იგი გენიალური ფეხბურთელია."
- 4 იანვარი 2011
- 2 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.