რობერტო კარლოსი: "იმედი მაქვს ოდესმე რეალს გავწვრთნი"
მადრიდის რეალის ლეგენდარული ფეხბურთელი რობერტო კარლოსი თავისი კარიერის ბოლო წლებს ითვლის, მან მიმდინარე სეზონი კორინთიანსის რიგებში გაატარა და დაჯილდოვებული იქნა სეზონის საუკეთესო მცველის ტიტულით, სხვა 4 პრემიასთან ერთად. მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სურს კარიერის აშშ-ში დასრულება და შემდეგ მწვრთნელობის დაწყება.
- დიდი ხანია თქვენს შესახებ არაფერი გვსმენია! როგორ ხართ?
- კარგად. ძალიან გადატვირთული სეზონი მქონდა კვირაში ორჯერ ვთამაშობდით ფეხბურთს, ვვარჯიშობდით, ხშირად გვიწევდა ფრენა, რაც ძალიან დამღლელია. ბრაზილიაში სეზონი იანვარში იწყება და დეკემბერში მთავრდება. ძალიან ბევრს ვთამაშობ ამიტომ ოჯახისათვის დრო ცოტა მრჩება. ახლა 27 დღიანი შვებულება მაქვს და შემიძლია ახლობლების გარემოცვაში გავატარო ეს პერიოდი.
- 37 წლის ბრძანდებით და კვლავ თამაშობთ ამ რაოდენობის მატჩებს?
- როდესაც კორინთიანსის რიგებში ირიცხები, გიწევს უმაღლეს დონეზე იასპარეზო და საუკეთესო ფორმაში იყო. ეს გუნდი რეალს ან ბარსელონას ჰგავს, მისგან ყოველთვის მოგებას ითხოვენ. მიმდინარე სეზონში გარკვეული პრობლემები გვქონდა, ამას დავუმატოთ ისიც, რომ არ გვიმართლება. კოპა ლიბერტადორესიდან გამოვარდით 1 გოლის გამო. ფლამენგოსთან მარაკანაზე 1:0 წავაგეთ, სახლში 2:0-ს ვიგებდით, თუმცა საბედისწერო შეცდომა დავუშვით, მოწინააღმდეგეებმა გოლი გაგვიტანეს და გამოვარდით. ბრაზილიის ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდა, თუმცა ეს ჩვენ ვერ გავხდით. ასე რომ ბრაზილიის ჩემპიონატი ძალიან დაძაბულია და ფეხბურთელები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ.
- ბრაზილიაში მეორე სუნთქვა გაგეხსნათ?
- თურქეთშიც კარგად ვთამაშობდი და კარგ დროს ვატარებდი. იქ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა ესპანეთთან და ბრაზილიასთან შედარებით არაორგანიზებულობით გამოირჩევიან. ბრაზილიაში იმიტომ დავბრუნდი, იმიტომ რომ ვიცოდი მაქსიმალურად დავიტვირთებოდი და კარიერის ბოლო წლებს უმაღლეს დონეზე ჩავატარებდი. გასული სეზონის საუკეთესო მარცხენა მცველად დამასახელეს და კიდევ 4 სხვა პრემია მომცეს. ბრაზილიის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, რადგან სისტემურად გუნდი ძალიან ორგანიზებულია, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის კლუბი ახალ სტადიონს აშენებს, რაც დადებითად იმოქმედებს კორინთიანსზე. აგრეთვე მიწევს თავდაუზოგავად შრომა, რადგან გუნდში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ირიცხებიან და მათთვის კონკურენციის გაწევა ძნელია.
- თქვენ აქედან ინტერში ძალიან ახალგაზრდა ასაკში წახვედით და აქ თამაში თითქმის არ გიწევდათ, თუ არ ჩავთვლით ბრაზილიის ნაკრებს...
- რასაც ახლა ვაკეთებ, არის საუკეთესო საშუალება დაკარგულის დასაბრუნებლად. ბრაზილიიდან 20 წლის ასაკში წავედი და როდესაც 37ის გავხდი დავბრუნდი. ხალხი დადის სტადიონზე და იქიდან უყურებს ჩემს თამაშს, მათგან ძალიან დიდი პატივისცემას, მხარდაჭერას და სითბოს ვგრძნობ, სადაც არ უნდა ვიყო ყველგან აპლოდისმენტებს მჩუქნიან და უხარიათ ჩემი დანახვა.
- ამ ყველა სიკეთის გარდა, თქვენ თამაშობთ რონალდოს გვერდით, რომელთანაც შესანიშნავ დუეტს ქმნით.
- დიახ, სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ახლა მე კორინთიანსში ვთამაშობ. რონი მესტუმრა და მითხრა, კლუბის ინტერესის შესახებ, ამიხსნა თუ რას წარმოადგენდა ეს გუნდი და მირჩია დავთანხმებოდი ამ წინადადებას. ფენერბახჩეს ხელმძღვანელობს ვთხოვე გავეშვი და ახლა დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
- კიდევ რამდენი ხანი აპირებთ თამაშს?
- კიდევ ერთი წელი მაკავშირებს ამ კლუბთან კონტრაქტი, რის შემდეგაც აშშ-ში წასვლას და კარიერის იქ დასრულებას ვაპირებ.
- რატომ აშშ?
- ძალიან მაინტერესებს როგორი ლიგა არის ამ ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ ოჯახთან ერთად ორლანდოსა და ნიუ იორკში ვიყავი. ხალხი მცნობდა და მათთან სათამაშოდ ჩასვლას მთხოვდნენ, ვფიქრობ ასეც მოვიქცევი და კარიერას იქ დავასრულებ, ამის შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერის დაწყება მსურს.
- თქვენ თავდაპირველად ბავშვთა კლუბს გაწვრთნით?
- ვფიქრობ, საკმარისი გამოცდილება მაქვს პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერო ხელი და გავწვრთნა ნებისმიერი გუნდი.
- თქვენი შვილები ადევნებენ თვალ-ყურს თქვენს თამაშს?
- რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის ყველა წევრი ესწრება ჩემს მატჩს. იმ შვილების გარდა, რომლებიც უნგრეთსა და მექსიკაში ცხოვრობენ.
- ესპანეთში ვის ეკონტაქტებით?
- ჩემს მეგობარს გინას და მის ცოლს. ცოტა ხნის წინ კასილასთანაც ვილაპარაკე. მან თავის საქველმოქმედო მატჩზე დამპატიჟა. სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე მადრიდში გამგზავრება.
- უყურებთ ესპანეთის ჩემპიონატს?
- რა თქმა უნდა. აქ ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში აჩვენებენ, როგორც ჩანს ტიტულისათვის კვლავ ბარსა და რეალი იბრძოლებენ. კლასიკოს დღე ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მოსაწყენი იყო. მეგობრებთან ერთად ვუყურებდი თამაშს და რეალის წაგებამ ძალიან გამაბრაზა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბარსელონა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ განმეორებით მატჩს ველოდები. ვნახოთ დაუბრუნებს თუ ვერა რეალი ვალს.
- რას ფიქრობთ მარსელოს შესახებ?
- მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს. ზოგ მწვრთნელთან მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა მოურინიო ენდობა მას და მარსელოც ძალიან ბედნიერია.
- არც ერთი რეალის გულშემატკივრისათვის არ ყოფილა და არ იქნება თქვენზე უკეთესი მარცხენა მცველი...
- ისეთი გუნდის შეკრება, როგორიც ლორენცო სანსმა და ფლორენტინო პერესმა შექმნეს ძალიან რთულია. კლუბმა შესაძლოა გაიფორმოს ვარსკვლავი ფეხბურთელი, მაგრამ ჩემპიონი შემადგენლობის ჩამოყალიბება ყველაზე ძნელია. მარსელო კიდევ უფრო მოუმატებს და არა არის გამორიცხული მაჯობოს კიდეც. მე ხომ ისეთ გუნდში ვთამაშობდი, რომელიც ყველაზე ძლიერი იყო იმ მსოფლიოში. სწორედ ამის ხარჯზე ვიყავი ჩემს პოზიციაზე საუკეთესო.
- არა! თქვენზე უკეთესი არ ყოფილა!
- მე გამიართლა, რომ მალე გავიარე ადაპტაცია და ესპანეთში თამაშით სიამოვნებას ვღებულობდი. გეთანხმებით, იმის მიღწევა, რაც მე გავაკეთე ძნელია. იმიტომ, რომ მადრიდის რეალი ყველაზე დიდი გუნდია მსოფლიოში.
- იცნობთ მოურინიოს?
- დიახ, რამდენჯერმე ვეთამაშე მის გუნდს. ის ჩემი მეგოაბრი არ არის, მაგრამ როდესაც შეხვდით ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. ჩემი აზრით ის უდიდესი მწვრთნელია.
- თქვენი აზრით, სწორედ მოურინიო უნდა წვრთნიდეს რეალს?
- დიახ. მას აქვს თავისი სტილი და იცის, რომ მადრიდის რეალი მსოფლიოს უდიდესი კლუბია. აგრეთვე მას აქვს ქარიზმა, რის ხარჯზეც ჟოზე მიაღწევს წარმატებას სამეფო კლუბთან ერთად.
- როგორ ფიქრობთ ძალიან თავხედურად ხომ არ იქცევა?
- იტალიაშიც ასე იქცეოდა და მოიგო ყველაფერი. დელ ბოსკე უფრო თავშეკავებულია და მოიგო ყველაფერი. უბრალოდ მოურინიოს ასეთი ქცევები აქვს და ამის გამო არავინ უნდა განიკითხოს იგი. მთავარია ტიტულების მოგება.
- მისცემს ხელმძღვანელობა მას საკმარის დროს?
- გუნდმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები და შემდეგ სეზონში ისინი კიდევ უფრო მეტად შეთამაშდებიან. ბარსელონას ფეხბურთელები უკვე წლებია ერთმანეთის გვერდით თამაშობენ და ამას წარმატებაც მოაქვს. მხოლოდ მოურინიოს შეუძლია დაუბრუნოს რეალს ევროპის ჩემპიონის სახელი.
- როგორ ფიქრობთ რატომ ვერ მაოხერხა კაკამ მადრიდიში თავისი შესაძლებლობების რეალიზება?
- ტრავმა, რომელიც მას აწუხებდა ძალიან სახიფათოა. იგი არ იწვევს დიდ ტკივილს, თუმცა თესავს გამწვავების შიშს. დარწმუნებული ვარ კვლავ ვნახავთ ძველ კაკას.
- საუბრობთ მასთან?
- უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდე, რაც მასთან არ მისაუბრია. თუმცა რონის თითქმის ყოველდღე ესაუბრება და მისგან ვგებულობ კაკას შესახებ ყველაფერს. მას აკრიტიკებენ და ბევრ ჭორს უვრცელებენ, თუმცა რიკი ძალიან მშვიდად არის და იცის, რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. იანვრიდან ივნისამდე დიდი დროა და ამ პერიოდში კაკა საუკეთესო ფორმაში ჩადგება.
- რას ფიქრობთ რაულის გერმანიაში გადასვლაზე, თან ისეთ კლუბში, რომელიც ლიგაზე თამაშობს?
- რაულს ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს და ის ყოველთვის ასეთი იყო. ადრე ის ყოველთვის რეალთან იყო ასოცირებული. ახლა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გერმანიის ერთ-ერთი ძლიერ გუნდში გადავიდა, სადაც თავს კარგად გრძნობს, რადგან მას პატივს სცემენ.
- მადრიდში არ სცემდენენ მას პატივს?
- რაც მე დამემართა იგივე მოუვიდა მას. რაულსაც ჩემსავით რეალში სურდა კარიერის დასრულება, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ კლუბის პოლიტიკას. რაული დიდებული პიროვნება და სუპერფეხბურთელია. სამწუხაროა ასე რომ ხდება.
- თქვენ უკანა გასასვლელიდან წახვედით?
- დიახ, მაგრამ ცხოვრება ახალ შანსებს გაძლევს, რომელიც ვფიქრობ შესანიშნავად გამოვიყენე. არასოდეს დამავიწყდება მადრიდში გატარებული წლები. მართალია ბევრი გვაკრიტიკებდა თითქოს ჩვენ ახალ კლუბებში იმიტომ წავედით, რომ კარიერის გარძელების სხვა გზა აღარ გვქონდა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს ასე არ არის.
- დაბრუნდებით ესპანეთში?
- იმედი მაქვს ოდესმე მადრიდის რეალს გავწვრთნი, ან რომელიმე სხვა ესპანურ კლუბს.
- რატომაც არა? თქვენ ხომ შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ ფლორენტინო პერესთან...
- დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მადრიდის რეალში დამხმარე მწვრთნელად. გამორიცხული არც არის ფლორენტინომ ეს თანამდებობა ოდესმე შემომთავაზოს, ან მის შტაბში ამიყვანოს. მე ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა მასთან. რეალში ლორენცო სანსის დროს მივედი, ამიტომ ჟურნალისტები ცდილობდნენ დაეძაბათ ურთიერთობა ჩემსა და პერესს შორის, თუმცა მათ ვერაფერი მოახერხეს.
- იხსენებთ ხოლმე მადრიდის რეალს?
- დიახ, ხანდახან ვფიქრობ რომ კიდევ შემეძლო რეალში თამაში.
- სალგადოსთან თუ ურთიერთობთ?[/b]
- მე მისი ქალიშვილის ნათლია ვარ. უკვე დიდი ხანია მასთან არ მისაუბრია. მას შემდეგ რაც ინგლისში გადავიდა ვერ ვუკავშირდები კარგი იქნებოდა მასთან კონტაქტის აღდგენა.
[b]- ადევნებთ თვალ-ყურს გუტის თამაშს თურქეთში?
- ის კარგ გუნდში თამაშობს. გუტი ისეთივეა როგორიც ადრე იყო და ისიც ვიცი რაც დაემართა (იცინის.). თურქეთში ძალიან ძლნელია მანქანის ტარება... მე განვაგრძობ ჩემი ყოფილი თანაგუნდელების გულშემატკივრობას. ინტერნეტი და ჩემი მეგობარი გინა მიყვებიან მათ შესახებ.
- რას ისურვებდით 2011 წელს?
- ჯანმრთელობა, ფული და ბედნიერება. მეტი შვილი არ მინდა. 8 საკმარისია.
- 4 იანვარი 2011
- 1 995
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.