სეზონის პირველი ნახევრის სტატისტიკა
დადგა ახალი წელი და საინტერესოა თუ რა სტატისტიკა ჰქონდა გუნდს სეზონის პირველ ნახევარში.
ესპანეთის ჩემპიონატი
რეალმა ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა:
სახლში: 8 შეხვედრა, 8 მოგება და 24 ქულა. გატანილია 26 გოლი, გაშვებულია 3. სხვაობა + 23. მადრიდის რეალი ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელსაც ერთი ქულაც არ აქვს დაკარგული საკუთარ კედლებში. საშუალო ქულა მატჩში 3. საუკეთესო მაჩვენებელი პრიმერაში.
გასვლაზე: 8 მატჩი, 5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება და 17 ქულა. გატანილია 13 გოლი, გაშვებულია 9. სხვაობა +4. საშუალო ქულა მატჩში 2.13 მეორე მაჩვენებელი ჩემპიონატში.
სულ: 16 შეხვედრა, 13 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. გატანილია 39 გოლი (2.43 შეხვედრაში), გაშვებულია 12 (0.75 მატჩში). სხვაობა +27. საშუალო ქულა მატჩში 2.56. ჩემპიონატის მეორე მაჩვენებელი.
ყოველ მატჩში რეალი პირველ გოლს იტანს დაახლოებით 28 წუთზე, ხოლო პირველ გოლს უშვებს დაახლოებით 48 წუთზე.
ყველაზე დიდი მოგება - დეპორტივო (6-1).
ყველაზე დიდი წაგება - ბარსელონა (5-0).
რეალმა 12 მატჩში პირველმა გახსნა ანგარიში და არ წაუგია აქედან არც ერთი. 2 შეხვედრაში თეთრებმა პირველებმა გაუშვეს ბურთი, თუმცა ერთ შეხვედრაში მოახერხეს მოგება, მეორეჯერ წააგეს.
8 შეხვედრაში საერთოდ არ გაუშვეს გოლი, მოიგეს 6 და ფრედ ითამაშეს 2. გაიტანეს 10 გოლი. პირველი ნახევრის საუკეთესო მაჩვენებელი.
3 მატჩში რეალს არ გაუტანია გოლი. ფრედ ითამაშა 2, წააგო 1. გაუშვა 5 გოლი. საუკეთესო მაჩვენებელი.
7 შეხვედრაში პირველი ტაიმის დასასრულისათვის რეალს მიყავდა ანგარიში და მოახერხა 7-ივეს მოგება.
7 მატჩსი პირველი ტაიმის დასასრულისათვის იყო საყაიმო ანგარიში. საბოლოოდ რეალმა მოიგო 5 და ფრედ ითამასა 2.
2 შეხვედრაში პირველი ტაიმის მიწურულს რეალი აგებდა. საბოლოოდ რეალმა მოიგო 1 და ერთში დამარცხდა.
პირადი სტატისტიკა
იკერ კასილასი - 16 შეხვედრა (ყველა ძირითადში), 1440 წუთი. გაუშვა 12 გოლი და მიიღო ორი გაფრთხილება.
კრიშტიანო რონალდო - 16 შეხვედრა (ყველა ძირითადში), 1440 წუთი. გაიტანა 18 გოლი (4 თერთმეტმეტრიანი) და მიიღო ორი გაფრთხილება
ჩაბი ალონსო - 15 შეხვედრა (ყველა ძირითადში), 1350 წუთი. მიიღო 5 გაფრთხილება.
რიკარდო კარვალიო - 15 შეხვედრა (ყველა ძირითადში) 1316 წუთი. 2 მატჩში შეცვალეს. გაიტანა ორი გოლი და მიიღო 7 გაფრთხილება.
მარსელო - 15 შეხვედრა (ყველა ძირითადში) 1300 წუთი. 2 მატჩში შეცვალეს. მიიღო 5 გაფრთხილება.
პეპე - 14 შეხვედრა ( ყველა ძირითადში) 1216 წუთი. 2 მატჩში შეცვალეს. მიიღო 6 გაფრთხილება.
ანხელ დი მარია - 16 შეხვედრა(15 ძირითადში) 1181 წუთი. 10 მატჩში შეცვალეს, გაიტანა 5 გოლი და მიიღო 2 გაფრთხილება.
მესუთ ოზილი - 16 შეხვედრა (15 ძირითდში) 1162 წუთი. 14 მატჩში შეცვალეს, გაიტანა 4 გოლი და მიიღო 1 გაფრთხილება.
ხედირა - 15 შეხვედრა (13 ძირითადში) 1085 წუთი. 4 მატჩში შეცვალეს, მიიღო 5 გაფრთხილება.
სერხიო რამოსი - 12 შეხვედრა (ყველა ძირითადში) 1080 წუთი. ერთ მატჩში შეცვალეს, გაიტანა 1 გოლი, მიიღო 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.
გონსალო იგუაინი - 12 შეხვედრა (ყველა ძირითადში) 989 წუთი. 9 შეხვედრაში შეცვალეს, გაიტანა 7 გოლი და მიიღო 1 გაფრთხილება.
ალვარო არბელოა - 11 შეხვედრა (7 ძირითადში) 677 წუთი. ერთ მატჩში შეცვალეს, მიიღო ერთი გაფრთხილება.
ლასანა დიარა - 10 შეხვედრა (5 ძირითადში) 580 წუთი. მიიღო ერთი გაფრთხილება.
კარიმ ბენზემა - 15 შეხვედრა (4 ძირითადში) 534 წუთი. სამ შეხვედრაში შეცვალეს, გაიტანა 1 გოლი.
პედრო ლეონი - 5 შეხვედრა (არც ერთი ძირითადში) 117 წუთი. მიიღო ერთი გაფრთხილება.
რაულ ალბიოლი - 4 შეხვედრა (1 ძირითადში) 116 წუთი.
ესტებან გრანერო - 7 შეხვედრა (არც ერთი ძირითადში) 97 წუთი. მიიღო 2 გაფრთხილება.
სერხიო კანალესი - 3 შეხვედრა (ერტი ძირითადში) 94 წუთი. მიიღო 2 გაფრთხილება.
მამადუ დიარა - 3 შეხვედრა (არც ერთი ძირითადში) 21 წუთი.
ხუან კარლოსი - 1 შეხვედრა (არც ერთი ძირითადში) 12 წუთი.
ალვარო მორატა - 1 შეხვედრა (არც ერთი ძირითადში) 2 წუთი.
დუდეკს, ადანს, მატეოსს, გარაის, გაგოს და კაკას - არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ მოედანზე.
ბომბარდირები:
1. რონალდო (18)
2. იგუინი (7)
3. დი მარია (5)
ფეხბურთელების საშუალო ასაკი: 25.19
ყველაზე ასაკოვანი: დუდეკი (37)
ყველაზე ახალგაზრდა: მორატა (18)
16 შეხვედრიდან ყველაზე მეტჯერ რეალი 6 მატჩში გამოვიდა ერთიდაიგივე შემდგენლობით. 3; 6; 9; 10; 11 და 12 ტურებში.
შემადგენლობა: კასილასი, რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო, ალონსო, ხედირა, ოზილი, რონალდო, დი მარია, იგუაინი.
გულშემატკივრების რაოდენობა ბერნაბეუზე (8 მატჩში):
სტადიონის ტევადობა: 80 354 ადამიანი.
ყველაზე მეტი ადამიანი დაესწრო: ოსასუნასთან, ატლეტიკოსტან და სევილიასტან გამარტულ მატჩებს. (80 354)
ყველაზე ცოტა: დეპორტივოსთან და რასინგთან (60 000).
საშუალო დასწრება: 73 000
ჩემპიონთა ლიგა
რეალმა ჩემპონთა ლიგაში ჩაატარა 6 მატჩი:
სახლში: 3 მატჩი, 3 მოგება, 9 ქულა. გატანილია 8 გოლი და გაშვებულია 0. სხვაობა +8. ერთადერთი გოლი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, რომელსაც ჯერ არ გაუშვია გოლი საკუთარ კედლებში. საშუალო ქულა მატჩში: +3.00.
გასვლაზე: 3 მატჩი, 2 მოგება, ერთი ფრე, 7 ქულა. გატანილია 7 გოლი, გაშვებული 2. სხვაობა +5. საშუალო ქულა მატჩში - 2.33.
სულ: 6 მატჩი, 5 მოგება, ერთი ფრე, არცერთი წაგება, 16 ქულა შესაძლო 18დან. გატანილია 15 გოლი (საშუალოს 2.5 მატჩში), გაშვებულია 2 (0.33). სხვაობა +13. საშუალო ქულა მატჩში: 2.66
მადრიდის რეალი "G" ჯგუფში:
გაიტანა ყველაზე მეტი გოლი: 15
გაუშვა ყველაზე ნაკლები გოლი: 2 (მიმდინარე ტურნირის მეორე მაჩვენებელი)
ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარის მიმართულებით: 54 (მიმდინარე ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელი)
მოაწოდა ყველაზე მეტი კუთხური: 40
ყველაზე დიდხანს ფლობდა ბურთს: 223
მადრიდის რეალი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხეში გუნდია: 15 ყვითელი და 2 წითელი ბარათი.
ყველაზე დიდი მოგება: აიაქსი და ოსერი (4-0)
პირადი სტატისტიკა:
იკერ კასილასი - 5 შეხვედრა, 450 წუთი. გაუშვა 2 გოლი.
კრიშტიანუ რონალდო - 6 შეხვედრა, 522 წუთი. გაიტანა 4 გოლი, გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. მიიღო ორი ყვითელი.
ჩაბი ალონსო - 5 შეხვედრა, 440 წუთი. მიიღო სამი ყვითელი.
რიკარდო კარვაალიო - 4 შეხვედრა, 360 წუთი. მიიღო 1 ყვითელი.
მარსელო - 6 შეხვედრა, 526 წუთი. ერთი საგოლე პასი.
პეპე - 4 შეხვედრა, 350 წუთი. ერთი გაფრთხილება.
ანხელ დი მარია - 5 შეხვედრა 298 წუთი. გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 2 საგოლე პასი და მიიღო 1 გაფრთხილება.
მესუთ ოზილი - 5 შეხვედრა, 383 წუთი, გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.
ხედირა - 4 შეხვედრა, 360 წუთი.
სერხიო რამოსი - 3 შეხვედრა 270 წუთი. მიიღო 3 გაფრთხილება.
გონსალო იგუაინი - 4 შეხვედრა, 339 წუთი. გაიტანა 2 გოლი.
ალვარო არბელოა - 5 შეხვედრა, 450 წუთი. გაიტანა 1 გოლი.
ლასანა დიარა - 5 შეხვედრა, 259 წუთი. გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა და მიიღო 1 გაფრთხილება.
კარიმ ბენზემა - 5 შეხვედრა, 247 წუთი. გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 1 საგოლე პასი.
პედრო ლეონი - 4 შეხვედრა, 175 წუთი. გაიტანა 1 გოლი.
რაულ ალბიოლი - 3 შეხვედრა, 180 წუთი. მიიღო 2 გაფრთხილება.
ესტებან გრანერო - 2 შეხვედრა, 93 წუთი.
სერხიო კანალესი - 2 შეხვედრა, 10 წუთი.
მამადუ დიარა - 2 შეხვედრა, 94 წუთი.
ანტონიო ადანი - 1 შეხვედრა, 41 წუთი.
დავიდ მატეოსი - 1 შეხვედრა, 9 წუთი.
იეჟი დუდეკი - 1 შეხვედრა, 49 წუთი.
ეზეკილ გარაი - 1 შეხვედრა, 14 წუთი.
პაბლო სარაბია - 1 შეხვედრა, 18 წუთი.
გაგოს, კაკას და მორატას არ უთამაშიათ არცერთი წუთი
- 3 იანვარი 2011
- 2 260
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.