იგუაინის ოპერაცია გარდაუვალია

2010 წლის ბოლო დღეს მადრიდის რეალში ძალიან ცუდი ინფორმაცია მოვიდა გონსალო იგუაინის შესახებ. არგენტინაში ყოფნისას იგუაინმა ძალიან ბევრი გამოკვლევა ჩაიტარა, რომელსაც უნდა დაედგინა სჭირდება თუ არა მას ოპერაცია, ყველა ტესტმა დაადასტურა, რომ პიპიტას ოპერაცია გარდაუვალია.

მადრიდის რეალის 20-იანს არ ასვენებდა ტკივილი ზურგის არეში, ამიტომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა. მან გაიარა კონსულტაცია არგენტინის ნაკრების მთავარ ექიმთან, რომელიც პიპიტას დაეთანხმა და უთხრა, რომ ოპერაცია რაც შეიძლება მალე უნდა გაიკეთოს.

იგუაინი მადრიდში 3 იანვარს უნდა დაბრუნებულიყო საბოლოო შემოწმების გასავლელად, თუმცა ბუენოს-აირესში გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ პიპიტას ამ პროცედურების გავლა აღარ მოუწევს. ესპანეთის დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ გონსალო გაივლის კონსულტაციას თეთრების მთავარ ექიმთან, თუ სად უნდა ან რომელ ექიმთან აიკეთოს ოპერაცია. პიპიტას გამოსაჯანმრთელებად დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.

მადრიდში იცოდნენ, რომ არენტინაში იგუაინს ასეთ ვერდიქტს გამოუტანდნენ, თუმცა მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ თერაპიული კურსის იმედი. პიპიტას ბოლო პერიოდში ნაკლებად აწუხებდა ტკივილი, მაგრამ ეს ალბათ უფრო მეტად იმის ბრალია, რომ ფეხბურთელეს არ ჰქონია ფიზიკური დატვირთვა. მიუხედავად შვებულებისა, ფეხბურთელი თავდაუზოგავად შრომობდა და აიყვანა ფიზ-მომზადების მწვრთნელი. იგუაინს ძალიან სურდა იანვრის ბოლოსთვის ფორმაში ჩამდგარიყო და თავიდან აერიდებინა ოპერაცია.

რადგან ოპერაცია გარდაუვალია, როგორც იგუაინს, ასევე სამეფო კლუბს სურს, ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო ექიმმა განკურნოს. ოპერაციის მალე ჩატარება მარტო იმიტომ კი არ არის აუცილებელი, რომ ფეხბურთელი მალე დაბრუნდეს, არამედ გადადების შემთხვევაში შესაძლოა პიპიტას ნერვის ბოლოებიც დაუზიანდეს, რაც უფრო დიდ პრობლემამდე მიიყვანს ფეხბურთელსაც და კლუბსაც.

შეგახსენებთ, რომ იგუაინის ტრავმის შესახებ კლასიკომდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, თავად გონსალო კატალონიასიც ეახლა კლუბს, თუმცა ექიმებმა ტრავმის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით მას თამაში აუკრძალეს, მადრიდში დაბრუნების შემდეგ კი ფეხბურთელმა გაიარა შემოწმება, რის შედეგადაც დაესვა დიაგნოზი: თიაქარი!

თავდაპირველად რეალის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, დაუყოვნებლივ გაკეთებინათ ოპერაცია ფორვარდისათვის, თუმცა მრავალჯერადი კონსულტაციების შემდეგ თერაპიულ კურსს მიანიჭეს უპირატესობას, რამაც არ გაამართლა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოურინიო თავიდანვე ითხოვდა პიპიტასთვის ოპერირებას.

სავარაუდოდ იგუაინის ექიმი იქნება კასერესი, რომელმაც უკვე გაუკეთა ოპერაცია იაია ტურესა და სანტი კასორლას. მას გარდა არჩევანი შეიძლება გაკეთდეს ხორხე ბიმბისინოსა და ხუან მენდოსას შორის. აგრეთვე შესაძლოა ფეხბურთელი გაუშვან აშშ-ში. კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფორვარდს ხარისხიანად გაუკეთდეს ოპერაცია და მალე დადგეს ფეხზე.

  • SunSay
  • 3 იანვარი 2011
  • 2 117
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)