იკერი : " მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, იკერ კასილასმა განაცხადა, რომ მის გუნდს 2011 წელს მაქსიმალური კონცენტრაცია მართებს, რადგან "ბლანკოსის" მიზანი მხოლოდ ტიტულებია...

"ამ წელს მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ვიქნები და ტიტულებისთვის ვიბრძოლებ, რადგან "ბლანკოსისთვის" უტიტული ერთი წელიც კი ძალიან ბევრია. 2011-ში მხოლოდ გამარჯვებები გვმართებს, მე ამ გუნდის წევრი უკვე დიდი ხანია ვარ და "რეალი" ჩემთვის სულ სხვა განზომილებაა."

"გულშემატკივრები ძალიან მომთხოვნები არიან და ეს უცხო არავისთვის არ არის, მადრიდული ინჩადა მუდამ მოგებას ელის. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ვაყალიბებთ საუკეთესო კოლექტივს. ჟოზე მოურინიო თითოეულ ფეხბურთელთან დიდ სამუშაოს ატარებს და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, გუნდი ძველ დიდებას სულ მალე დაიბრუნებს და მაისში ტიტულებს დაითვლის."

"მოურინიო ფენომენია, მასთან მუშაობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი სიამოვნება და გამოცდილებაა, რადგან პორტუგალიელს ყოველთვის გენიალური აზრები მოსდის თავში, იგი მართლაც საუკეთესოა და ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ."

"ჟოზემ ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ იცის და ვინც მას არ ეთანხმება გამარჯვებული ვერ გამოდის, იგი უდიდესი ტაქტიკოსია და ფეხბურთს სულ სხვა თვალით უყურებს, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები მას უსიტყვოდ უგებენ და სწორედ ეს გამოიღებს იმ შედეგს, რომელსაც ველოდებით."

"პორტუგალიელს თავისი მეთოდები აქვს და ჩვენ მას მივყვებით, ერთ-ერთი ისაა, რომ თამაშის წინ სასტუმროში გვკრიბავს და ერთად ყოფნის საშუალებას გვაძლევს, მისი ნებისმიერი ნაბიჯი გათვლილია, "ბლანკოსი" ჟოზეს ხელში გაცილებით უფრო შთამბეჭდავია ვიდრე ადრე, მე კაპიტანი ვარ და მწვრთნელთან უშუალო კონტაქტი მაქვს, იგი ბრყინვალეა."

"მოურინიო თითოეულ შეხვედრას ისე უყურებს, როგორც ფინალს და ეს უდიდეს მოტივაციას გვმატებს, არ აქვს მნიშვნელობა ვის მოვუგებთ, ჩვენთვის თითოეული გამარჯვება უმნიშვნელოვანესია."

"ლიონის ოლიმპიკი უსიამოვნო მეტოქეა, მაგრამ რევანშის დრო მოვიდა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ფრანგულ გუნდთან უსერიოზულესი შეხვედრის გამართვა მოგვიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამარჯვებულები დავრჩებით. "ლიონი" ძლიერი გუნდია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "რეალი" რამით ჩამოუვარდება, ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს უსიამოვნო ტრადიცია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წინ უნდა წავიდეთ."

"სრული სისულელეა ჭორები იმის შესახებ, რომ მე და რონალდოს დაპირისპირება გვაქვს. პორტუგალიელი მოთამაშე ჩვენი გუნდის ლიდერია და მე მასთან არასდროს მექნება ცუდი ურთიერთობა, კრიშტიანო ბრწყინვალე მოთამაშეა და მას უდიდეს პატივს ვცემ."

"გონსალო იგუაინის ტრავმა ჩემთვის შემაშფოთებელია, რადგან პიპიტა წინა ხაზის უდავო ლიდერია, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კაკა დაგვიბრუნდა და იგი გუნდს ძალიან გააძლიერებს, ბრაზილიელი მოთამაშე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა."

"კარიმ ბენზემა რადიკალურად შეიცვალა, რადგან გაცილებით უკეთესად საუბრობს ესპანურ ენაზე, იგი უშუალოა და თითოეულ თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა აქვს."

  • Hala
  • 3 იანვარი 2011
  • 1 869
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)