232 დღის შემდეგ კაკა გუნდს დაუბრუნდა
232 დღის შემდეგ კაკა გუნდს დაუბრუნდა.
ახალი წელი მადრიდის "რეალისთვის" კარგი ამბებით დაიწყო. რიკარდო კაკა 232 დღის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "ბლანკოსის" მაისურთი ბოლოს 8 მაისს ბილბაოს "ატლეტიკის" წინაღმდეგ ითამაშა. რიკარდომ გასულ სეზონში 8 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი გააკეთა. ახალ წელს სამეფო კლუბისთვის მთავარი სიახლე კაკას გამოჯანმრთელებაა.
კაკამ ოპერაცია 5 თვის უკან გაიკეთა 5 აგვისტოს. ამის შემდეგ დიდი მუშაობა გახდა საჭირო და ახლა ის ხეტაფესთან დაბრუნდება. ჟოზე მოურინიომ 28 წლის მოთამაშე და მედიკოსები შეაქო.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 3 იანვარი 2011
- 2 887
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.