მოურინიო: "კაკა 15-20 წუთს მაღალ დონეზე ჩაატარებს"
ჟოზე მოურინიომ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"ექვსი თვის განმავლობასი კაკა ჩვენ ვერ გვეხმარებოდა და მის გარეშე შევკარით გუნდი. ახლა კი ვერ გვეხმარება იგუაინი და მის გარეშე მოგვიწევს რამოდენიმე მატჩის ჩატარება. ფეხბურთელს ხანდახან უწევს ისეთ პოზიციაზე თამაში, რომელიც მას არ შეეფერება. ეს კი ჩვენ კლუბში ხშირად მოხდება, რადგან რამოდენიმე განსხვავებული სისტემა გვაქვს. გასულ ექვს თვეში რაც მოხდა, იმას ჩვენ ვერანაირად ვერ შევცლით. ახლა მთავარია გუნდი კიდევ უფრო დაბალანსდეს. იანვრიდან თებერვლამდე 14 მატჩის ჩატარება მოგვიწევს, სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს."
"ხეტაფეს წინაარმდეგ მატჩში კაკა სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, ამ გამოცდის ჩასაბარებლად ის ჯერ მზად არ არის. თუმცა იგი 15-20 წუთს მაღალ დონეზე ჩაატარებს. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, რიკაროდს გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა. სამედიცინო შტაბმა ძალ-ღონე არ დაიშურა კაკას გამოსაჯანმრთელებლად. იგი ბრუნდება და ამით მგონი ყველაფერია ნათქვამი. კაკა ნამდვილი პროფესიონალია."
"ახლა მაწუხებს გონსალო იგუაინის საკითხი, რომელიც ტრავმის შემდეგ ერთი თვით ჩამოსცილდა გუნდსი. ძალიან ბევრი გულშემატკივარი დარწმუნებული იყო იმაში, რომ გონსალო მალე დაბრუნდებოდა, თუმცა მათ იმედები გაუცრუვდათ. სამწუხაროა რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ გვეხმარება. მე კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სამედიცინო შტაბს იმისთვის, რომ კაკა დროზე ადრე დაგვიბრუნეს და ახლა იგივეს ცდილობენ გონსალო იგუაინთან დაკავშირებით."
"ხეტაფე საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. მათ ბევრი მატჩი აქვთ მოგებული და საკმაოდ კარგად ასპარეზობენ მიმდინარე სეზონში. ჩემი გუნდი ოთხი დღის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა. სამეფო კლუბი კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ ხეტაფეს დამარცხება არ გაგვიჭირდება."
"რაც მე მიჩელის შესახებ ვიცი, ეს არის ის, რომ მან კარიერა მადრიდის "რეალში" დაიწყო და დღემდე ამ გუნდის გულშემატკივარია. იგი თავისი საქმის პროფესიონალია, რასაც წლევანდელი სეზონის წარმატებებიც მოწმობს."
- 3 იანვარი 2011
- 2 662
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.