ლეო ბენჰაკერის ინტერვიუ
ლეო ბენჰაკერი 45 წლიანი კარიერის განმავლობაში უათვალავ კლუბს ხელმძრვანელობდა. იგი აგრეთვე წვრთნიდა, საუდის არაბეთის, ჰოლანდიის და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებებს. ამ უკანასკნელმა მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.
- რატომ ჩამოხვედით აქ?
მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რათა ვიხილო ახალი შესაძლებლობები. 1980 წლის შემდეგ აქ ყველაფერი შეცვლილია. ასევე ძალიან მინდოდა იმ ფეხბურთელების ნახვა, რომლებსაც მე ვწვრთნიდი. მოხარული ვარ იმით, რომ ისევ აქ დავბრუნდი.
- გაგვიმხელთ თქვენს მოგონებებს?
ჩემი კარიერის საუკეთესო წლები "რეალში" გავატარე. მე გუნდს სამჯერ ლა ლიგა მოვაგებინე და მადრიდელთა თასების კოლექციას თითო-თითო კოპა დელ რეის და ევროპის სუპერ თასის ტიტულები შევმატე. ასევე მე ვხელმძღვანელობდი იმ გუნდს რომელშიც თამასობდნენ მიჩელი, ხორდილიო, უგო სანჩესი და ბუტრაგენიო, ამით კი ყველაფერი ნათქვამია.
- მოურინიოს ადრე იცნობდით?
ჩვენ კოლეგები ვართ და რა თქმა უნდა ერთმანეთს ვიცნობთ. მე ჟოზეს დიდ პატივს ვცემ, რადგან მომწონს მისი ხასიათი და ქმედებები. იგი მსოფლიოში პირველია.
- განსაკუთრებით რა მოგწონთ მასში?
მოურინიომ თავისი საქმე შესანიშნავად იცის. იგი გამოირჩევა ორიგინალურობით. ჟოზეს თითოეულ ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს.
- მადრიდის "რეალს" ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჰოლანდიაში?
ჰოლანდიაში სამეფო კლუბის პირველი გულშემატკივარი მე ვარ. მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელსაც სათავეში საუკეთესო მწვრტნელი უდგას. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებები სულ მალე მოვა ამ კლუბში.
- დღეს თქვენ თვალს ადევნებდით კაკას ვარჯიშს...
კაკა გუნდის ყველაზე მთავარი ფიგურაა. დარწმუნებული ვარ იგი მალე აღიდნგენს უწინდელ ფორმას.
- როგორ ფიქრობთ სამეფო კლუბი მოახერხებს მიმდინარე სეზონში წარმატების მიღწევას?
რა თქმა უნდა. მოურინიო ლამაზი ფეხბურთის ფანია. იგი გულშემატკივარს ისევ მაღალი დონის ფეხბურთს სთავაზობს. ვფიქრობ წელს გუნდი ყველა ტიტულს მოიგებს.
- რას უსურვებთ მადრიდის "რეალს" ახალ 2011 წელს?
როგორც ზემოთ აღვნიშნე სამეფო კლუბს ვუსურვებ ყველა ტიტულის მოგებას.
- 2 იანვარი 2011
- 2 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.