ჟოზეს დაცვა გაცილებით უკეთესია
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" "აქილევსის ქუსლი" ყოველთვის უკანა ხაზი იყო...
მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა, გუნდმა 25 მატჩი ჩაატარა და აქედან 15-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო, რაც უდავოდ უდიდესი მაჩვენებელია "ბლანკოსისათვის". "მერენგების" საუკეთესო შედეგი ამ მხრივ შორეულ წარსულში დაფიქსირდა, როდესაც გუნდმა 17 მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ 6-ში გაუშვა გოლი, 11 შეხვედრაში კი კარი მშრალად იქნა შენახული.
წლევანდელ სეზონში მადრიდის "რეალის" მოთამაშეებს ბრწყინვალე შედეგი აქვთ. 25 შეხვედრიდან 15-ში იკერი არ დამწუხრებულა. მოურინიოს დამოძღვილებმა ლა ლიგის 16 შეხვედრიდან 8-ში გაუშვეს გოლი. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ძალიან სტაბილურია, აქ "ბლანკოსს" 6 თამაში აქვს ჩატარებული და მოწინააღმდეგემ მხოლოდ 1 მატჩში მოახერხა კასილასის კარის აღება. (ეს იყო "მილანთან" მატჩი.). სამეფო თასზე კი გუნდს მხოლოდ ერთ თამაშში აქვს გოლი გაშვებული.
- 1 იანვარი 2011
- 3 007
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.