რონალდუს ინტერვიუ (ნაწილი I)

რონალდუს დედამ ეს სახელი რეიგანის საპატივცემლოდ დაარქვა . მაგრამ რათ გინდა. მისგან არანაირი პოლიტიკოსი არ დადგა , დღეს ის ფეხბურთელია. თან როგორი , ძალიან ძალიან კარგი. ისეთი, რომ მადრიდის რეალს მისი ყიდვა მიახლოებით 100 მლნ. ევრო დაუჯდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი საკუთარ თავს "ჩვეულებრივ ადამიანად" თვლის, რომელიც არაჩვეულებრივ რამეებს აკეთებს. "აი ასე მარტივადაა საქმე"– ამბობს იგი.

თქვენ აგიხსნეს თუ არა რას ნიშნავს თქვენს უკან მშენებარე ოთხი ცათამბჟენი(საქმე ეხება ფლორენტინო პერესის კომპანიის ACS–ის მიერ აშენებულ ოთხ ცათამბჯენს , რომლებსაც პერესი ფიგუს, რონალდოს, ბექჰემისა და ზიდანის ცათამბჯენებს უწოდებს)?

დიახ, ეს ჩვენი პრეზიდენტის ცათამბჯენებია, რომლებსაც მან ფიგუს , ზიდანის, რონალდოსა და ბექჰემის საპატივცემლოდ მათი სახელები დაარქვა.

გრძნობთ თუ არა ზეწოლას, როგორც ამ ცათამბჯენების , ასევე მთლიანად მადრიდის რეალის ისტორიის მხრიდან? თუ ცხოვრების თქვენეული რიტმის გამო თქვენ უკვე არაფერი არ გაკვირვებთ?

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველა ფეხბურთელმა, ვინც კი აქ თამაშობდა, დატოვა საკუთარი ნაკვალევი. შესაბამისად ჩემი მოვალეობაა ვითამაშო მათსავით კარგად, ან უკეთ , რომ გულშემატკივრებში მე ტკბილ მოგონებად დავრჩე.

თქვენით აღფრთოვანებულნი არიან, და ამავდროულადაც თქვენ ვერ გიტანენ. ძნელია თუ არა იცხოვრო, მაშინ როცა იცი, რომ კრიშტიანო რონალდო ხარ?

დიახ, დიახ, მე უკვე მივეჩვიე ჩემი ცხოვრების სტილს და მე ყველაფრისთვის მრჩება დრო. მაქვს დრო იმისთვის, რომ მთლიანად ვკონცენტრირდე ფეხბურთსე, აგრეთვე შემიძლია სეირნობისთვისაც გამოვნახო დრო, ასევე ვახერხებ ოჯახთან ერთად ყოფნას და ა.შ. მე უკვე მივეჩვიე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მართალია, რომ ზოგჯერ თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და მე ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ანუ ყველასთვის უცნობი რონალდუ და სუპერპოპულარული რონალდუ მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს?

(იცინის) დიახ, ისინი ერთმანეთს მშვენივრად უგებენ. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.

მაშინ როგორ ეგუებით იმ აზრს , რომ თქვენში 100 მლნ. ევრო გადაიხადეს, და რომ ფეხბურთელები ყველაზე იღბლიანი და პრივილეგირებულები არიან ?

ზოგი ჩვენით კმაყოფილია, ზოგიც არა. ასეთია ცხოვრება. თუ ღმერთი არ მოსწონს ბევრს, მითუმეტეს არაფერ ტრაგიკულას არ ვხედავ იმაში, რომ ვინმეს მე არ მოვწონდე. ეს ნორმალურიცაა. მე გაგებით და პატივისცემით ვეკიდები საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ უნდა ვთქვა. რომ ხშირად მე ამ მოსაზრებებს არ ვემხრობი. მე მშვიდად ვარ, ვთამაშობ უდიდეს კლუბში და თავადვე მოვახდენ ჩემი თავის დემონსტრირებას. მე მეტს ვერაფერს გეტყვით.

არ გეჩვენებათ, რომ ფეხბურთი გაგიჯდა? ბევრს უაზროდ მიაჩნია ის ასტრონომიული თანხები, რაც ამ სფეროში იხარჯება.

არა, მე სულაც არ ვფიქრობ ასე. მიმაჩნია, რომ გადახდილი თანხები სამართლიანია.

არ ფიქრობთ, რომ თქვენს გარშემო არსებული სამყარო ირეალურია?


მე ვცხოვრობდი რეალურ სამყაროში და ყოველთვის მეცოდინება, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივ რამეებს აკეთებს, მორჩა და გათავდა. ჩვენ , ფეხბურთელებმა ვიცით, რომ ამ პროიფესიას ბევრი კარგი რამის მოცემა შეუძლია, მაგრამ ამასთანავე დიდ პასუხისმგებლობასაც ითხოვს. ჩვენ ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენზე დიდ ზეწოლას ახდენენ, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვარ და ამას ვეჩვევით.

არ გწყინთ ის აზრები, რაც თქვენს მიმართ გააჩნია ზოგ–ზოგიერთებს? გაქვთ თუ არა ფეხბურთისა და ვარჯიშის გარდა კიდევ სხვა ინტერესები?

ვცდილობკარგად მოვიქცე, როგორც მოედანზე , ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ხშირად ეს ძალიან ძნელიცაა. ვცდილობ კარგი შთაბეჭდილება დავტოვო პირველ რიგში ბავშვების წინაშე , ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი კარგ მაგალითებზე გაიზარდონ. აი ამაშია ჩემი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. მე როცა ბავშვები მეყოლება, მინდა მათ იცოდნენ, რომ ის ადამიანები , რომლებიც მათ ყველაზე მეტად უყვართ , სამაგალითონი არიან.

ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენდამი ბავშვების დამოკიდებულებას?

დიახ, ვინაიდან ისინი ჩვენი მომავალია. რა მოხდება, როცა ჩვენ არ ვიქნებით და ისინი გააგრძელებენ ცხოვრებას? მთავარია, რომ მათ სწორი ღირებულებები გააჩნდეთ.

რა დარჩა იმ ბავშვისგან, რომელმაც ბურთის ტარება დაიწყო "ანდორინაში"?

ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მე ის წლები თბილად მახსენდება. ჩემი გზა ძალიან საინტერესო იყო. მე გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, რომლებიც შემდგომში დამეხმარნენ მოვხვედრილიყავი იქ, სადაც ამჯამად ვიმყოფები. მე მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც ჩემთან მუშაობდნენ, როგორც "ანდორინაში", ასევე "ნასიონალში" და ლისაბონის "სპორტინგში". აქამდე მოსვლა არც ისე ადვილი იყო.

ცოტა გადახვევა გავაკეთოთ, მართალია,რომ თქვენ პოლიტიკოსი უნდა გამხდარიყავით? როგორც ცნობილია, მამათქვენის რონალდ რეიგანისადმი სიმპათია გახდა იმის მიზეზი, რომ თქვენი მეორე სახელი რონალდუა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო ამ სახელს ასე გააპიარებდა.

დიახ, მე ასე რეიგანის გამო დამარქვეს. მაგრამ ამას დედაჩემი ითხოდა და არა მამა. მათ მაშინ არც იცოდნენ, რომ ბრაზილიაში ცხოვრობდა ვინმე რონალდო. სხვათაშორის ამაზე გუშინაც ვსაუბრობდით ოჯახში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი, ის ძალიან ლამაზია.

ოდესმე თუ დაინტერესებულხართ ამ პრეზიდენტით და იმ მიზეზებით, რის გამოც დედათქვენი რეიგანის ასეთი თაყვანისმცემელი იყო?

სიმართლე რომ გითხრათ არა. მე ძალიან კარგად ვიცი, ის ვინც იყო, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი სახელია და მეტი არაფერი.

თქვენი ბავშობა ისეთივე გაუსაძლისი იყო, როგორც აღწერილია თქვენს ბიოგრაფიაში?

ის მძიმე იყო, მაგრამ მე არასდროს არ მიგვრძნია რამის არ ქონა. ჩემი მშობლები ბევრს მუშაობდნენ იმისთვის, რომ შვილებს ყველაფერი გვქონოდა. მაგრამ ძნელი იყო ლისაბონში გადასვლა 11 წლის ასაკში. უფრო სწორად ძნელი იყო მადეირას დატოვება და ისეთ ქალაქში გადასვლა, როგორიც ლისაბონია. მე ყოველდღე ვტიროდი, მაგრამ ნელ–ნელა იქაურობა მომეწონა. იქ მე ბევრი რამე ვისწავლე, განსაკუთრებით კი ის, თუ როგორ უნდა იცხოვრო ზეწოლის ქვეში...

თქვენ უკვე აღარ ტირიხართ?

ხანდახან კი. ზოგჯერ სიხარულისგან, ზოგჯერაც კიდე გაბრაზებული, როცა ჩვენ ვაგებთ.

და არასაფეხბურთო მიზეზების გამო თუ გიტირიათ?

დიახ. ხანდახან, მაგრამ ეხლა უფრო მეტს ვიცინი , ვიდრე ვტირი.

თქვენ ოჯახი ახსენეთ.. არის თუ არა ისეთი ადამიანი, ვისაც თქვენ ციდან დედამიწაზე ჩამოყავხართ? რომელიც თქვენ გაიძულებდათ დედამიწაზე დარჩენას?

დიახ , და ასეთები ბევრნი არიან. მე ძალიან კარგი ხალხის გარემოცვაში ვიმყოფები და ისინი ყოველთვის მაკვირდებიან. კლუბში ასევე ბევრია ისეთი, ვინც ახალწვეულებს ეხმარება. ეს კი მე მეხმარება, სწორედ ამის წყალობით ვარ მე დღეს ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.

ბევრი თქვენი თანაგუნდელი ამბობს, რომ თქვენ სავსებით ნორმალური ადამიანი ხართ , რაც ჩემი აზრით გასაოცარია.

ისინი, ვინც მე მიცნობენ ამას დაადასტურებენ. ხშირად მწყინს იმის ყურება და მოსმენა, თუ რას ამბობენ ჩემზე, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ჩემთან ახლოსაა, იციან, რომ მე გულღია ადამიანი ვარ და მხოლოდ ერთი სახე მაქვს, რაც მე ძალიან მახარებს.

ანუ, გინდათ თქვათ, რომ თქვენ არ გაღელვებთ ის იმიჯი, რომელიც შექმნილი გაქვთ?

დია, მე მაღელვებს ეს, რა თქმა უნდა ჩემთვის სულერთი არაა, თუ რას ფიქრობენ ჩემზე. მე გულღია ადამიანი ვარ, ესაა და ეს. მე ვაფასებ იმას, რასაც ჩემზე ამბობენ, მაგრამ ხშირად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს. ხშირად კრიშტიანოზე უსამართლო რამეებს ამბობ, მაგრამ რას იზამ, ასეთია ცხოვრება. ვერაფერს ვერ გააკეთებ.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ყვითელ პრესასთან?

ეს განსაკუთრებული თემაა. ბევრი იმისთვის, რომ ფული იშოვოს, რაღაც სულელურ ისტორიებს იგონებს და რაღაც პოლემიკასმაგვარს აგდებს. მე უკვე მივეჩვიე და ადვილად შემიძლია ამის გადალახვა, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან ძნელიცაა. გაიგეთ, ჩემ უკან ჩემი ოჯახი და ჩემთვის საყვარელი ადამიანები დგანან, რომლებსაც არ სურთ ასე ცხოვრება. ეს უკვე ოთხი–ხუთი წელია, რაც გრძელდება.

თქვენ ძალიან იღბლიანი 24 წლის ახალგაზრდა ხართ , რომელსაც ხანდახან გართობა სურს?

ბევრისთვის მე ახალგაზრდა ბიჭი კი არა, კაცი ვარ, რომელიც ვალდებულია ყველაფერი ყოველთვის კარგად გააკეთოს, ხოლო თუ რაღაც ცუდად გააკეთა, მაშინ მას დასჯიან. ჯანდაბას, ასეც იყოს. ასეთია ცხოვრება, რას ვიზამ ? მე ამას დიდი ხანია, რაც მივეჩვიე.


(გაგრძელებას ხვალ შემოგთავაზებთ, იმედია არ მიწყენთ 008 )

წყარო: elpais.com

  • shvela
  • 2 სექტემბერი 2009
  • 3 350
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)