პელეგრინის ინტერვიუ

გთავაზობთ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის , მანუელ პელეგრინის ინტევრიუს, რომელიც elpais.com–ზე გამოქვეყნდა და რომელშიც მან ბევრ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

რატომ მაინცდამაინც მწვრთნელობა? რამ განაპირობა თქვენი არჩევანი? ისე ჩანს, თითქოსდა თქვენ ხალხის თავშეყრის ადგილას დისკომფორტს გრძნობთ.

არც კომფორტულად ვარ და არც დისკომფორტს არ ვგრძნობს. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ერთხელ ერთმა მწვრთნელმა თქვა, რომ ის ამ საქმით იმის გამო დაკავდა რადგან მას უკვე ფეხბურთელობა არ შეეძლო. ასევე ვარ მე. მაგრამ მე ამას არც ველოდი და და ამისკენაც არ მივისწრაფოდი. ჩემი ცხოვრების თოთხმეტი წელი მე ინჟინერობას მივუძღვენი. მაგრამ ჩემი საფეხბურთო კარიერის ბოლოს მე ნელ–ნელა დავიწყე სამწვრთნელო საქმეებში ჩახედა.

პელეგრინის ინტერვიუ

გრძნობთ თუ არა კლუბის მეთაურად , ლიდერად თავს?

ამ საქმეში მნიშვნელოვანია ლიდერობა. და ეს იმაზე უმნიშვნელოვანესია, ვიდრე ერკვეოდე ტაქტიკურ სქემებშიროგორიცაა 4–4–3, 4–4–2–1 და ა.შ. მთავარია იცნობდე ფეხბურთელებს, თუ გსურს მათი შესაძლებლობების აღმოჩენა და შემდომში ეს ყველაფერი შეგიძლია წინსვლისთვის გამოიყენო. არის ბევრი მწვრთნელი, რომლებსაც გააჩნიათ დიდი სახელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შუძლიათ კლუბის საჭირო დონეზე მიყვან. ფეხბურთი ეს მარტო უბრალო სქემების ერთობლიობა არაა, ნებისმიერ სულელს შეუძლია გამოიცნოს ტაქტიკური სქემები.

გრძნობთ თუ არა უფრო მეტ პასუხისმგებლობას მას შემდეგ, რაც გახდით მადრიდის რეალის მწვრთნელი?

თქვენ რა , ფიქრობთ რომ ვილიარეალში უფრო ნაკლებ ზეწოლას განვიცდიდი? უბრალოდ ეს არც ისე შესამჩნევი იყო. იქნება ეს "რივერი", "სან–ლორენცო" თუ მადრიდის რეალი პასუხისმგებლობის გრძნბა ყველგან ერთია, განსაკუთრებით კი საკუთარი თავის წინაშე.

პელეგრინის ინტერვიუ


ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ მწვრთნელს ეჭვები ღუპავს. რას ნშნავს ეს?

ფეხბურთელები შენ ყოველთვის გაფასებენ. თითოეულ დღეს. თუ რა უთხარი შენ ერთს, მეორეს, როგორი განცხადება გააკთე, რა ჟესტით მიმართე მათ და ა.შ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვინმემ უნდა უხელმძღვანელოს გუნდს. ბევრი იდეა არსებობს, როგორც ცუდი, ასევე კარგიც. ამიტომაცაა აუცილებელი ხელმძღვანელი, რომ ერთმანეთისგან გაარჩიოს დაებით და უარყოფითი. როცა შენ ხელმძღვანელობ კლუბს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით , მაშნ ფეხბურთელი ამას აფასებს, მაგრამ როცა ეს უკანასკნელი ხედავს, რომ შენ ეჭვი გეპარება მიღებულ გადაწყვეტილებაში, მაშინ შენ წამიერად კარგად ავტორიტეტს კოლექტივში.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ არასდროს გეპარებათ ეჭვი მიღებულ გადაწყვეტილებაში?

დიახ. მაგრამ ერთია არ დაეჭვდე არასდროს, და მეორე შეგეძოს ეჭვების გადაფარვა.

არის თუ არა ისეთი რამე, რაც არ მოგწონთ კლუბის თამაშში?

მე თითქმის ყველაფერი მომწონს, მაგრამ არის რაღაც–რაღაცეები რისი გაუმჯობესება მინდა. მე მამშვიდებს ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებმა გამიგეს. ისინი მიხვდნენ თუ რა მინდა მე: იყო ლიდერი ნებისმიერ თამაშში, შეგეძლოს ბურტის კონტროლი, მეტი დრო გაატარო მოწინააღმდეგის ნახევარზე. მათ ეს გაიგეს.

პელეგრინის ინტერვიუ


შეიძლება ითქვას თქვენ გაქვთ კიდევ ერთი პრობლემა: რას იტყვით , გყავთ თუ არა გამოკვეთილი ცენტრალური ფორვარდი ?

შეიძლება ჩვენ მართლაც არ გვყავს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი, რომელიც აღსავსე იქნება იმ ნიშან–თვისებებით , რაც დამახასიათებელია ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ განკარგულებაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კარგ სათამაშო ტექნიკას ფლობენ და რომლებსაც სწრაფი სირბილიც შეუძლიათ. ერთი რამ , რისი გამოსწორებაც ჩემი აზრით აუცილებელია, არის ის, რომ შევამციროთ შორი გადაცემების რაოდენობა და ძირითადად მოკლე პასებზე ვითამაშოთ. ასე უფრო მეტი გოლის გატანას მოვახერხებთ.

როსენბურგთან თამაშში ხაბი ცენტრში დადგა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა , თითქოსდა ამით გარკვეული სიცარიელე იქმნებოდა.

ეს თამაშის დროს მოხდა? მე დაგისახელებთ თოთხმეტ ფეხბურთელს, რომელმაც ის შთამბეჭდავი გახადა. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ჩვენ შევძელით იყო, ჩვენი ფეხბურთელების მეტოქის ნახევარზე დაბრუნება და ამაში დიდი როლი ცენტრალურმა ნახევარმცველებმა შეასრულეს.

გსურთ თუ არა , რომ თქვენმა ნახევარცმველებმა შექმნან თავდასხმის ხაზი?

არა. მე მინდა, რომ იმ დროს . როცა ბურთი ადგილზეა, ნახევარდაცვის ერთმა ხაზმა მოახერხოს კარგი დაცვითი ზღუდის შექმნა, მაშინ როცა მეორე ნახევარი იქნება თავისუფალი. არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ არ მინდა მეტოქის კარში ბურთი მცველებს გაჰქონდეთ , არ მსურს , რომ ბევრი თამაშგარე სიტუაციები შეიქმნას და ამასთანავე არ მინდა, რომ შეტევა ნახევარდაცვაში ყოვნდებოდეს.

პელეგრინის ინტერვიუ

თქვენი აზრით , რომელი უფრო შეეფერება ცენტრალურ ნახევარმცველს ლასსი თუ ხაბი?

მე შემიძლია დავაყენო ლასი ხაბისთან , ხაბი გუტისთან , ან გაგოსთან. ლასსი გუტისთან ან გაგოსთან. არ დაგვავიწყდეს დიარაც, რომლის დაყენებაც ორივე ფეხბურთელთან ერთად შეიძლება. ასე რომ, როგორც ხედავთ ბევრი საშუალება არსებობს.

ბორუსიასთან მატჩისას მადრიდის რეალი უკეთ თამაშობდა, როცა რობენი მარცხენა ფლანგზე იღვწოდა (შეგახსენებთ, რომ ინტერვიუ პელეგრინთან ჩაწერილია მანამ , სანამ რობენი ბავარიაში გადავიდოდა. )

ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც რობენი ჩადგა შემადგენლობაში კლუბი უფრო კარგად ათამაშდა და კლუბმა უფრო მეტი გოლის გატანა დაიწყო. როცა გყავს ისეთი ნახევარმცველები, რომელთა პოზიციების ცვლა შეიძლება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა არა... მე არ ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ბარსელონაში თამაშობენ მხოლოდ გამოკვეთილ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები , პირიქით დააკვირდით მესის, ან ანრის თამაშს , ისინი ხშირად იცვლიან პოზიციებს და ამის შედეგადაც ბევრი გოლი გააქვთ. ანალოგიური სიტუაცია იყო ეტო'ო–სთან მიმართებაში. თუ გინდა , რომ კარგი მოთამაშე იყო, მაშინ უნდა შეგეძლოს მოედანზე ერთი ფლანგიდან მეორეზე გადასვლა, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის უფრო კარგია, როცა კლუბს გოლი გააქვს , მეტოქის ნახევარზე სათამაშო არეების შექმნით.

პელეგრინის ინტერვიუ

რას ფიქრობთ რონალდუ უკეთესად არ ითამაშებდა საჯარიმო ხაზთან ახლოს?

არა, ის თამაშობს იქ, სადაც მას მოსწონს. ის საჯარიმოს ისე მიუახლოვდება , რა დოზითაც ამის საშუალება მიეცემა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ხშირად ვაფასებთ იმას, რასთანაც კრიშტიანოს არანაირი შეხება არ აქვს. ეს ნორმალურიცაა, თუ გავითვალისწინებთ იმ შთაბეჭდილებებს, რაც მისი თამაშის ნახვიდან მოდის. მერწმუნეთ, რომ ის ისევე ითამაშებს, როგორც მანჩესტერში, ისევე როგორც კაკა, რომელმაც შეინარჩუნა ის თამაშის მანერა, რასაც მიაჩვია გულშემატკივრები მილანში.

ვარჯიშისას თქვენ ხშირად ეუბნებოდით კრიშტიანუს, რომ მან უნდა ისწავლოს ბურთის წართმევა და მხოლოდ ბურთის ყურება არაა მთავარი. რას ფიქრობთ, მოქმედებს თუ არა ეს მის სიამაყეზე?


არა, მე ვცდილობ მივაღწიო იმას, რომ ჩემმა გუნდმა მოკლე პასებზე ითამაშოს და ვცდილობ გადაცემათა სიგრძე 25 მეტრომდე შევამცირო. გადაცემა უნდა იყოს მკაფიო და ზუსტი. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ბურთი თავისით მოძრაობდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ ბურთი რომელიმე კონკრეტულმა ფეხბურთელმა "ათრიოს". ის მარტო უფრო მეტს იმოძრავებს.

პელეგრინის ინტერვიუ

ერთი თვით ადრე თქვენ თქვით, რომ ისურვებდით სნეიდერის კლუბში დატოვებას.

დიახ და მე ამას ეხლაც გავიმეორებ. მაგრამ მე გაგებით ვეკიდები კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას , შეუძლებელია ერთდროულად ყველას ყოლა და შენახვა. ზოგჯერ გარკვეულ რაღაცეებზე გვიწევს თვალის დახუჭვა.

ფლობთ თუ არა საკმარის ძალაუფლებას?

უნდა ეცადო იყო რაც შეიძლება კომპეტენტური, თუ გინდა გამონახო საერთო ენა , როგორც ფეხბურთელებთან, ასევე კლუბის ხელმძღვანელობასთან.



წყარო: elpais.com

  • shvela
  • 2 სექტემბერი 2009
  • 3 543
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)