ქომაგები მხარს უჭერენ გუნდს ვარჯიშში
იგუაინი, დიარა და დუდეკი აცდენდნენ სესიას; ახალგაზრდა გუნდელები ხუანფრანი, მორატა და პაჩეკო პირველ გუნდს შეუერთდნენ
დღეს დილას ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე 5,000-მდე ქომაგი ესწრებოდა მადრიდის "რეალის" ვარჯიშს. ჟოზე მაურინიოს ხელში ყველა მისი ფეხბურთელი იყო, ტრავმირებული იგუაინისა და დუდეკის გარდა. მაჰამადუ დიარა კლუბის თანხმობით ისევ არ ესწრებოდა ვარჯიშს ოჯახური პრობლემების გამო.
მადრიდის "რეალი" განაგრძობდა მზადებას 2011 წლის 3 იანვარს გასამართი მატჩისთვის "ხეტაფეს" წინააღმდეგ, რომელიც ახალი წლის პირველი ჯახი იქნება.
მოთამაშეები გამახურებელ ვარჯიშებს აკეთებდნენ და შემდეგ ორ ჯგუფად გაიყვნენ ბურთზე სამუშაოდ. პირველ ჯგუფს შეადგენდნენ კასილასი, არბელოა, ალბიოლი, რამოსი, მარსელო, ხაბი, ლასი, ოზილი, კაკა, პედრო ლეონი და ბენზემა; ხოლო მეორეს - შეადგენდნენ ადანი, მატეოსი, გარაი, კარვალიო, პეპე, გაგო, ხედირა, კანალესი, გრანერო, ხუანფრანი და მორატა. კრისტიანო რონალდო და დი მარია კი იყვნენ ორივე მხარის დამატებითი მოთამაშეები, რომლებიც უერთდებოდნენ იმ გუნდს რომელიც ბურთს აკონტროლებდა.
გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყო რათა ჩაეტარებინათ ორი პრაქტიკული თამაში. ბევრი გოლი გავიდა და ქომაგები აღელვებულები იყვნენ. ბენზემა, გრანერო, კრისტიანო, დი მარია, ლასი... მხარდამჭრები ტაშს ყოველი შეტევის შემდეგ უკრავდნენ. კაკამაც გაიტანა გოლი რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქომაგებს ძალიან უხარიათ მისი ისევ მოქმედებაში ხილვა.
წყარო: realmadrid.com
- 30 დეკემბერი 2010
- 3 375
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.