საქველმოქმედო მატჩი [Photos + Video]
ჩამოყალიბდა ორი გუნდი "იუნაიტედ აფრიკა" და "ლიგა BBVA". გამარჯვება აფრიკელებმა მოიპოვა (3-2). გოლები გაიტანეს, სერხიო რამოსმა, პალუ უჩემ, ვაკასამ და ქვინმა. ასევე თამაშში მონაწილეობა მიიღეს მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებმა, იკერ კასილასმა, სერხიო კანალესმა, ლასანა დიარამ და ჟოზე მოურინიომ. პორტუგალიელი მწვრთნელი "ლიგა BBVA-ს" ხელმძღვანელობდა. ამ ამხანაგურ მატჩს 40,000 მაყურებელი დაესწრო.
ანგარიში ძალიან მალე გაიხსნა. მე-14 წუთზე რამოსმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა და უანკლოდაც შეასრულა.
მადრიდის "რეალის" გოლკიპერი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მან რამოდენიმეჯერ მოახერხა კანუტეს და ბოატენგის დარტყმების მოგერიება. 37-ე წუთზე კალუ უჩემ მეორე გული გაიტანა და "ლიგა BBVA-მ" ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.
მეორე ტაიმში მოურინიოს გუნდს პრობლემები შეექმნა. 59-ე წუთზე ვაკასამ პირველი ბურთი გაქვითა. 72-ე წუთზე კი ქვინმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ყველაფერი მე-80 წუთზე გადაწყდა, როდესაც ბოდიპომ მატჩის უკანასკნელი გოლი გაიტანა.
ამ მატჩში სულ შემოვიდა 800,000 ევრო, რომელიც 70,000 მალელი ბავშვის კეთილდღეობისთვის გამოიყოფა.
შემადგენლობები:
Liga BBVA: რიკარდო, სერხიო რამოსი, ზე კასტრო, ბოტია, ხავი ვენტა, ანტონიო ლოპესი, კანალესი, ვალერონი, ვალდო, კალუ უჩე და კალეხონი.
სათადარიგო შემადგენლობა: ხოელი, ოლივა, კასილასი, ბოტია, მარკანო, ვიცტორ სანჩესი, ხავი ვენტა, ვისენტე ვილა, დიოეგო რივასი, დიეგო კოსტა, კრისტოფალი, მარიო სუარესი, მბამი, ბაჰა, ხოსე ორტისი, გოიტომი, სარპონგი და ქუინკი.
Africa United: კამენი, დაბო, მანსაჰ, ანხელ სანჩესი, ბოატენგი, ლასანა დიარა, პანტიც, სონგო, ჯერები, ფუტრე და კანუტე.
სათადარიგო შემადგენლობა პალპი, კაბენო, ნელსონი, ოვუსუ, კიტოკო, სარი, ბელენგერი, სანი, ვაკასო, მოჰა, კედრიკი, სერხი კანიველი, მოვილა, ბოდიპო, ვებო, კონე, ქვინი, ბანგერა, კეიტა და ლაგო ჯუნიორი.
გოლები გაიტანეს:
0-1 (min. 14): სერხიო რამოსი.
0-2 (min. 37): კალუ უჩე.
1-2 (min. 59): ვაკასა.
2-2 (min. 72): ქვინი.
3-2 (min. 80): ბოდიპო.
- 30 დეკემბერი 2010
- 3 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.