პატარა მადრიდელების დიდი წარმატება [Photos + Video]
მადრიდის "რეალის" შვიდკაცა გუნდმა, რომელიც სულ პატარა ფეხბურთელებისგა შედგება, XV-ე საერთაშორისო ტურნირზე დორტმუნდის "ბორუსია" მეოთხედფინალიდან გამოაგდეს. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მადრიდელებმა გაიმარჯვეს და ახლა მათ ნახევარფინალში "სევილიას" დამარცხება მოუწევთ.
გერმანელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. პირველივე წუთებზე მათ მადრიდის "რეალის" კარს შეუტიეს და მატიჰის ანგარიში გახსნა. ორი წუტის შემდეგ ანტონიოს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა მას ბედმა არ გაუღიმა და პირველი ტაიმი "ბორუსიას" გამარჯვებით დასრულდა (1-0).
მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ გავიდა 15 წუთი და მომენტი შეექმნა სოლიტოს, თუმცა შეტევა ისევ უშედეგოდ დასრულდა. მე-19 წუთზე კი ანგარიშის გათანაბრება კედენილამ შეძლო. ამის შემდეგ თეთრებმა კიდევ რამოდენიმეჯერ შუტიეს, თუმცა მეტი გოლის გატანაა ვერ მოახერხეს. ნახევარფინალისტიგ გასარკვევად დაინიშნა პენლები, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა (3-2).
შემადგენლობები
მადრიდის "რეალი": ლუკა, ბოტეი, სოტილოსი, კედენილა, სიერა, ოსკარი და ანტონიო.
სათადარიგო შემადგენლობა: ხოსეტე, მანუელი და სერხიო.
დორტმუნდის "ბორუსია": ფილიპი, პატრიკი, ამოსი, ფელიქსი, საინი, ტარიკი და დილანი.
სათადარიგო შემადგენლობა: გლოდი და ესკუდერი.
გოლები გაიტანეს:
1-0 (min. 1): მატიჰისი.
1-1 (min. 19): კედენილა.
პენლები:
1-0: კედენილა (რეალი).
1-1: დილანი (ბორუსია).
2-1: სიერა (რეალი).
2-2: ტარიკი (ბორუსია).
3-2: სოტილოსი (რეალი).
3-2: ლუკამ ბოლო პენალტი მოიგერია (რეალი).
- 29 დეკემბერი 2010
- 3 492
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.