კანალესი სანტანდერში დააჯილდოვეს
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, სერხიო კანალესი სანტანდერში მიიწვიეს. შეგახსენებთ, რომ სერხიომ თავი სწორედ აქ, ადგილობრივ კლუბში, "რასინგში" გამოიჩინა. სანტანდერელთა ხელმძღვანელობამ კანალესს ჯილდოდ "Gallo del año 2010" გადასცა.
კანალესი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. პირველი მოთამაშე პედრო მუნიტისი იყო, რომელიც 1999 წელს დააჯილდოვეს, როდესაც მან მადრიდის "რეალთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი.
ჟიურიმ ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი შეაქო და პერსპექტიულ მოთამაშედ დაასახელა. მათი თქმით სერხიო კანალესი ამ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა. ამას ისიც მოწმობს, რომ იგი დღეს სამეფო კლუბის რიგებში ირიცხება.
- 29 დეკემბერი 2010
- 1 901
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.