გარაი : "2011 წელს გაცილებით დიდი ხანი უნდა დავყო მოედანზე"

მადრიდის "რეალის" არგენტინელმა მცველმა, ეზეკილ გარაიმ განაცხადა, რომ იგი ჟოზე მოურინიოს საკუთარ შესაძლებლობებს დაუმტკიცებს და "ბლანკოსის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება...

"მე შემიძლია ვიბრძოლო ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, რადგან ვთვლი, რომ ამისთვის ყველანაირ მონაცემს ვაკმაყოფილებ. მცველისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიმაღლეს, რომელიც ნამდვილად არ მაკლია და საჰაერო ორთაბრძოლების დროს ხშირად გამოვდივარ გამარჯვებული. ვგონებ, შემიძლია ვიბრძოლო სასტარტოსთვის და ამას აუცილებლად გავაკეთებ."

"ჩემი კონკურენტები მაღალი დონის მოთამაშეები არიან. რაულ ალბიოლი ესპანეთის ნაკრების წევრია, რიკარდო კარვალიო და პეპე კი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი მოთამაშეები არიან, რაც ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს ნამდვილად არ მაშინებს, ახალგაზრდა და ენერგიით აღსავსე ვარ. 2011 წელს მოურინიოს ჩემ შესაძლებლობებს დავუმტკიცებ და მოედანზე გაცილებით უფრო მეტ ხანს დავყოფ."

"თითქმის ნახევარი სეზონი გამიცდა ტრავმის გამო, მაგრამ არ ვღელავ, რადგან ჩემპიონატების დასკვნითი ფაზები გაცილებით უფრო საინტერესოა ვიდრე დასაწყისი, ამ დროისთვის კი მე კარგ ფორმაში ვიქნები და შევძლებ გუნდის დახმარებას."

  • Hala
  • 29 დეკემბერი 2010
  • 2 125
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)