მორატა "ლევანტესთან" შესაძლოა სასტარტოში იყოს
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა კანტერანო, ალვარო მორატა, "Copa Del Rey"-ს განმეორებით შეხვედრაში შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში იყოს, რადგან მან წინა მატჩში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გოლის გატანასთან ახლოს იყო...
"ბლანკოსმა" პირველი შეხვედრა 8-0 მოიგო და ძნელად სავარაუდოა, რომ ვალენსიურმა გუნდმა ამხელა ჰანდიკაპის აღმოფხვრა შეძლოს, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ჟოზე როტაციებს მიმართავს და სასტარტო შემადგენლობა გადახალისებული იქნება.
დიდი შანსია იმისა, რომ მორატასთან ერთად სასტარტოში პაბლო სარაბიაც გამოჩნდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ ესქპერტთა აზრია , დაველოდოთ მოურინიოს გადაწყვეტილებას.
- 28 დეკემბერი 2010
- 2 005
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.