პიპიტა:სულით და გულით მადრიდისტა ვარ
გონსალო იგუაინი უკვე 4 წელია რაც გუნდშია.მან რეალში სულ 157 მატჩი ჩაატარა და 74 გოლი გაიტანა.ეხლა არგენტინელს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უდგას.მას სერიოზული ტრავმა აქვს.ბოლო მონაცემებით, ჩანს რომ მას ოპერაცია არ დასჭირდება მაგრამ საბოლოო ვერდიქტი 10 იანვარს გახდება ცნობილი.
ამჯერად პიპიტა არგენტინაში იმყოფება მან რეალის ოფიციალურ საიტს მიმართვა გაუგზავნა:ჩემი გამოკეთება ნელ-ნელა მიმდინარეობს ყოველდღე უფროდაუფრო კარგად ვგრძნობ თავს.მე მჯერა, რომ ოპერაცია არ დამჭირდება და მალე გამოვჯანმრთელდები.
მინდა მადლობა გადავუხაოდ ყველას ვინც გვერდში მიდგას ამ რთულ პერიოდში.ჩემი სურვილია რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს.იმედი მაქვს 2011 წელი ჩვენთვის დიდი გამარჯვებების მომტანი იქნება.
მე სულით და გულით მადრიდისტა ვარ.ვამაყობ,რომ მადრიდის რეალში ვთამაშობ და ჩემთვის დიდი პატივია ამ კლუბის მაისურის ჩაცმა."-განაცხადა პიპიტამ.
შეგახსენებთ,რომ თუ გონსალოს ოპერაცია არ დასჭირდა ის იანვრის ბოლოს დაბრუნდება და თუ ოპერაცია გარდაუვალი იქნება ამ შემთხვევაში ის მარტის დასაწყისში დაუბრუნდება მოედანს
წყარო:As.com
- 28 დეკემბერი 2010
- 2 162
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.