ლასმა გეზი მანჩესტერისკენ აიღო
ლასანა დიარა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგდეს.
არსენალის,ჩელსისი და პორტსმუტის ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა ნისლიან ალბიონზე დაბრუნდეს.სერ ალექს ფერგიუსონი ეძებს ნახევარმცველს ცენტრალურ ზონაში და მისი აზრით ლასი ძალიან კარგი კანდიდატურა იქნებოდა.
პოლ სკოულზი მალე კარიერას დაასრულებს და ანდერსონი კი ფერგიუსონმა წინ გადაწია ასე რომ ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიცია თავისუფლდება.შოტლანდიელ მწვრთნელს სურს რომ ლასი ცენტრში ფლეტჩერს შეუწყვილდეს.
ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური ხდება იმის გამო,რომ ფრანგს რეალში ბევრი სათამაშო დროს არ აქვს.მოურინიო მას ხედირას ამჯობინებს.თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ ეს ტრანსფერი რეალურია.
რაც შეეხება თანხას მანჩესტერელები რეალს 12 მილიონ ევროს სთავაზობენ.
წყარო:Goal.com
- 28 დეკემბერი 2010
- 2 399
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.