ბექჰემი 6 თვით "რეალში" ?
დღეს ბრიტანოლმა გამოცემამ, "Daily Mirror" სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა...
საქმე ეხება "ლოს ანჯელეს გალაქსის" ინგლისელ ნახევარმცველს, ალბათ ყველა მიხვდით ვისზეა საუბარი. არც მეტი არც ნაკლები, დევიდ ბექჰემი შესაძლოა იანვარში "ბლანკოსს" შეუერთდეს და 6 თვიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
დევიდმა მადრიდში რამდენიმე დაუვიწყარი სეზონი გაატარა და "რეალის" უდავო ლიდერიც იყო, მან გუნდი რამდენიმე წლის წინ დატოვა და სათამაშოდ ამერიკაში წავიდა. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესს ძალიან სურს დევიდის მადრიდში დაბრუნება თუნდაც 6 თვით. რამდენად დადასტურდება ეს ინფორმაცია, ამას სულ ცოტა ხანში შევიტყობთ.
- 28 დეკემბერი 2010
- 3 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.