კაკამ ან მარსელომ შესაძლოა "სამბა დე ორო" მოიგოს
"სამბა დე ორო" არის ტიტული, რომელიც წლის საუკეთესო ბრაზილიელ მოთამაშეს წარმოადგენს და რომელიც ძალიან პრესტიჟულია, რადგან ბრაზილიაში ბევრი მაღალი დონის მოთამაშე იზრდება...
2008 წელს ეს ტიტული რიკარდო კაკამ მოიგო, მაშინ იგი ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებდა იტალიურ "მილანში" და ჯილდოც დამსახურებულად მოიპოვა. წელს კი მადრიდის "რეალის" ორი მოთამაშე, კაკა და მარსელო იბრძოლებენ ამ ჯილდოსთვის სხვა 28 კანდიდატთან ერთად.
გამარჯვებულის გამოვლენაში Sambafoot-ის ასოციაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, ყველაფერი 30 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო გამარჯვებული 2010 წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს გახდება ცნობილი. წარმატებები ვუსურვოთ რიკარდოს და მარსელოს.
- 28 დეკემბერი 2010
- 2 107
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.