იმედგაცრუებაც და იმედიც

ალბათ ფიქრობთ რას უნდა ნიშნავდეს სათაურიო. თუ დააკვირდებით ეს სწორედ ბენზემას შესაფერისია. ის იმედგაცრუებაცაა და რაც მთავარია მის იმედზეა დღეს "რეალი"...

კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი უმთავრსეი შენაძენია, თუმცა ფრანგი ჯერ იმედებს ვერ ამართლებს. თუმცა ამ ბოლო დროს მისი კარგი თამაში ამტკიცებს იმას,რომ იგი პროფესიონალია და რომ იგი "რეალში" თამაშის ღირსია. მას შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა "ლიონში", ასევე კარგად გამოიყურება ეროვნულ ნაკრებში. გთავაზობთ ბენზემას ბიოგრაფიასა და მნიშვნელოვან მომენტებს მისი კარიერიდან...


სრული სახელი: კარიმ ბენზემა

დაბადების თარიღი: 1987 წლის 19 დეკემბერი

დაბადების ადგილი: ლიონი(საფრანგეთი)

სიმაღლე: 184სმ

სათამაშო პოზიცია: თავდამსხმელი

ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"

მაისურის ნომერი: 9

ადრეული კარიერა: "ბრონი"



კარიმ ბენზემა 1987 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ლიონში დაიბადა ალჟირელი ემიგრანტების ოჯახში. ბენზემა იზრდებოდა 9 ძმასთან და მამასთან - ჰაფიდთან ერთად. კარიმის ბაბუა ლა ლაკეჰალ ბენზემა ალღირში ცხოვრობდა. მისი ოჯახი საფრანგეთსი 1950 წელს გადაბრგდა და მას შემდეგ იქ ცხოვრობენ.

ბენზემა 9 წლის ასაკში შიყვანეს ფეხბურთზე. მისი იჯახი ლიონის გარეუბან ბრონში ცხოვრობდა. ასე რომ ,კარიმმა კლუბ "ბრონის" აკადემიაში დაიწყო ფეხბურთის ანბანის სწავლა. მას საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა,რამაც შედეგი გამოიღო. 1996 წელს ბენზემა "ლიონის" აკადემიაში გადავიდა. პირველივე წელს 16 წლამდელთა გუნდში ერთ სეზონში 38 გოლი გაიტანა. შემდეგ მომდევნო წელს 18 წლამდელთა გუნდის მაისურით 14 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო.

2004 წლამდე ბენზემა "ლიონის" ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. მისი დებიუტი 2005 წლის 15 იანვარს შედგა "მეცის" წინააღმდეგ. იგი შეცლაზე შემოვიდა 77-ე წუთზე, მაგღამ მისთვის ეს დროც საკმარის აღმოჩნდა,რომ მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო. კარიმმ შესანიშნავად ითამაშა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა. ის მატჩი "ლიონმა" 2-0 მოიგო.ამ მატჩიდან 3 დღის შემდეგ კარიმმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "ლიონთან". მომდევნო 2 სეზონში ბენზემამ 34 მატჩი ითამაშა და 6 გოლიც გაიტანა.

2007 წლიდან დაიწყო ბენზემას აღორძინება. "ლიონი" ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ახალგაზრდა ლკარიმს საშუალება მიეცა თავისი პროფესიონალიზმი დაემტკიცებინა. მას 10-ნომრიანი მაისური მისცეს. 2007-2008 წლის სეზონში მან შეუძლებელი შეძლო. 51 მატჩში მან 31 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა და მისი გოლი "ლენსის" წინააღმდეგ წლის გოლადაც დაასახელეს. 2008 წელს ბენზემამ კონტრაქტი გაახანგრძლივა 2013 წლამდე. ამავე წელს ის საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ასევე ნომინირებული იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე. მაშინ ეს ტიტული კრიშტიანო რონალდომ მოიგო.

2008-2009 წლების სეზონში კარიმი კვლავ განაგრძობდა მეტოქეთა რბევას. მისი კარგი თამაშის გამო "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ აულასმა განაცხადა,რომ კარიმს 100 მილიონადაც არ დათმობდა,თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა გაცილებით ნაკლებ თანხამ დაუბრმავა თვალები. თუმცა სეზონის მეორე წრეში ყველაფერი შეიცვალა. კარიმი ფორმიდან ამოვარდა და ისევე ვეღარ თამაშობდა,როგორც ადრე. ალბათ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი,რომ იგი "რეალში" გაუშვეს.

2009 წლის 1 ივლისს კარიმმა მადრიდს მიაშურა. იგი "ბლანკოსში" 35 მილიონად გადმოვიდა. 9 ივლისს დილით ბენზემამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ხოლო შუადღისას კი ოფიციალურად გახდა "რეალი" ფეხბურთელი. მან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხოლო საღამოს იგი ოფიციალურად წარადგინეს "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე. პირველი მატჩი ბენზომ "რეალის" მაისურით 20 ივლისს ჩაატარა "შემროკ როვერსთან" . მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა. მისი დებიუტი "ლა ლიგაში" 29 აგვისტოს შედგა "დეპორტივოს" წინააღმდეგ. პირველი ოფიციალური გოლი კი 20 სექტემბერს გაიტანა "ხერესის" წინააღმდეგ. ხოლო ლიგაზე პირველი გოლი 3 ნოემბერს გაიტანა "მილანის" წინააღმდეგ "სან სიროზე". პირველი ჰეტრიკი ბენზომ წელს, 8 დეკემბერს შეასრულა "ოსერის" წინააღმდეგ. ამავე მატჩში ის აგახდა ავტორი რეალის მესამასე გოლისა ჩემპიონთა ლიგაზე. მან ასევე ჰეტრიკი შეასრულა "კოპა დელ რეის" თასზე "ლევანტესთან", რომელის "ბლამკოსმა" 8-0 მოიგო.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ბენზემა 2007 წლამდე საფრანგეთის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. საბოლოო ჯამში მან 19 გოლი გაიტანა ამ გუნდების მაისურით. 2007 წელს კი კარიმი ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და მას შემდეგ ძირითადის ფეხბურთელად ითვლება. 2007 წლის 28 მარტს მან პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრების მაისურით. ბენზომ ავსტრიას შეუგდო. სამწუხაროდ კარიმი 2010 წლის მუნდიალზე არ იმყოფებოდა. რაიმონ დომენიკმა იგი შემადგენლობის მიღმა დატოვა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა.

კარიმის საფრანგეთის ნაკრებში თამაშს ბევრი ალჟირელი აპროტესტებდა და ისინი კარიმს სამშობლოს უპატივცემულობას აბრალებდნენ. ამაზე ბენზემამ მათ ასეთი პასუხი გასცა: "ალჟირი ჩემი სამშობლოა, იქ ჩემი გულია, მაგრამ ფეხბურთს მე მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების მაისურით ვითამაშებ."


რაც შეეხება კარიმის პირად ცხოვრებას,ამ წუთას ბენზოს მეგობარი გოგონა არ ჰყავს. როგორც იცით ამ ზაფხულს კარიმი სკანდალში გაეხვა. მას, სიდნი გოვუს, ბენ არფას და ფრენკ რიბერის ბრალი არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალრ კავშირში ედებოდათ. გარდა ციხისა,მათ საფრანგეთის ნაკრებში თამაშის აკრძალვა ემუქრებოდათ. საბოლოოდ სიმართლე დამტკიცდა. მსუბუქი ყოფაქცევის ახალგაზრდამ აღიარა,რომ მისთვის ძალა არ დაუტანებიათ. ასე რომ ბენზემა ბეწვზე გადაურჩა კარიერის ადრეულად დასრულებას.


ტიტულები:

"ლიგა 1" - 4-ჯერ
საფრანგეთის თასი - 1-ჯერ
მშვიდობის თასი - 2007
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონი - 2004

პირადი ტიტულები:

ბრავოს ჯილდო - 2008
"ლიგა 1-ის" ბომბარდირი - 2007-2008
საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი - 2007-2008


მართალია ბენზემა ის ბენზემა არაა,როგორიც ლიონში" იყო,მაგრამ იგი ფორმას იღდგენს და იმედია "რეალის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. HALA BENZO!!!



სტატია ეძღვნება იკო ბენზემას...

სტატიის ავტორი: WIShMASTER

  • wishmaster
  • 27 დეკემბერი 2010
  • 2 608
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)