კრიშტიანო - 2010 წლის ბომბარდირი

კრიშტიანო რონალდო არის ფეხბურთელი, რომელმაც 365 დღის განმავლობაში 45 შეხვედრა ჩაატარა და 48-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. პორტუგალიელი მოთამაშე ასევე გამოირჩეოდა "ლევანტესთან" შეხვედრაში, რომელიც "ბლანკოსმა" 8-0 მოიგო, რონიმ იმ შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა...

2010 წელი რონისთვის უმნიშვნელოვანესი იყო იმ მხრივ, რომ მან "რეალში" ფეხი ბრწყინვალედ მოიკიდა. 48 გოლის გატანა ისეთი დონის ფეხბურთელებს უჭირდათ, როგორებიც ლუის ნაზარიო რონალდო, რაული და კიდევ ბევრი სხვა იყვნენ. რონალდოსთვის არ არსებობდა სეზონი ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედში, როდესაც იგი არ იბრძოდა ბომბარდირთა დავის ლიდერობისათვის, სწორედ ამიტომაც ერგო მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.

პორტუგალიელი მოთამაშის საშუალო მაჩვენებელი ერთ შეხვედრაში 0.93-ია რაც შემტევი სტილის ფეხბურთელისთვის რა თქმა უნდა ბევრია. გასათვალისწინებელია, რომ კრიშტიანო არ არის სუფთა სისხლის ფორვარდი, იგი უფრო ხშირად ფლანგებს იკავებს და იქიდან ცდილობს შეტევების განვითარებას.

ასევე დასამახსოვრებელია მატჩი სანტანდერულ "რასინგთან", რომელიც "თეთრებმა" 6-1 მოიგეს, მაშინ კრიშტიანომ პოკერი გაიფორმა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ეს მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო მადრიდული კარიერის მანძილზე.

კრიშტიანო - 2010 წლის ბომბარდირი

  • Hala
  • 27 დეკემბერი 2010
  • 2 368
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)