ფეხბურთელთა შეფასებები გასული წლის მიხედვით
2010 წელი იწურება. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს წელიწადი მადრიდის რეალისთვის უიღბლო გამოდგა, ვინაიდან მადრიდის რეალისთვის კარგი შედეგი მხოლოდ ტიტულების მოპოვებაა და ამ მხრივ სამეფო კლუბს აშკარად პრობლემები აქვს. გთავაზობთ ამ სეზონის მადრიდის რეალის ფეხბურთელების შეფასებებს.
ამ სტატიაში შესულია ძირითადი ფეხბურთელების შეფასებები, რომელიც მოითვლის 14 ფეხბურთელს, რადგან წლევანდელ სეზონის პირველ ნახევარში, ჟოზე მოურინიო ძირათადად ამ 14 მოთამაშეს ენდობოდა და პირველ თერთმეტეულში ყველაზე ხშირად შეჰყავდა.
იკერი მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებშიც. თუმცა ბოლო წლებში ტიტულებს, მხოლოდ ნაკრებთან ერთად იგებს. გასულ ზაფხულში ესპანეთის ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც კასილასის ძალიან დიდი წვლილი იდო.კასილასს რეალში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ არ დაუკარგავს შეუცვლელი ფიგურის სტატუსი, თუმცა ესპანელს წელს ერთი არასასიამოვნო შეხვედრა მაინც ჰქონდა, სადაც მან 5 გოლი გაუშვა.
თავიდან რიკარდოს ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ პირველივე თამაშებშივე მან დაამტკიცა, რომ ის თავის პოზიციაზე ჯერ კიდევ ერთერთი საუკეთესოა. პორტუგალიელს თავისი დიდი გამოცდილების ხარჯზე ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის. ერთადერთი მისი ცუდი მხარე ის არის, რომ კარვალიოს ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი აქვს.
ძალიან ბევრისთვის ის შედის მსოფლიოს 5 საუკეთესო მცველს შორის, მაგრამ ბევრი მას აფასებს, როგორც საშუალო დონის ფეხბურთელს. პეპეს ძალიან რთული ხასიათი აქვს, რის გამოც ხშირად იღებს გაფრთხილებებს. წელს მისი ძირითადი ფიქრები მიმართული იყო, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რის გამოც პორტუგალიელი ძალიან არასტაბილური იყო
სერხიო რამოსი - 5 ქულა
სერხიომ შესანიშნავად ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ მადრიდის რეალში ვერ ახერხებს საუკეთესო ფორმის აღდგენას. ჟოზე მოურინიოს ხელში მისგან აღარ ითხოვენ შეტევაში რეგულარულად ჩართვას, თუმცა რამოსს თავისი პოზიციის დაცვაშიც ექმნება ხშირად პრობლემები. მას წელს ერთი გოლი აქვს გატანილი, ეს მოხდა ბილბაოს ატლეტიკთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მადრიდის რეალის ვიცე კაპიტნისთვის.
მარსელო - 8
მარსელოს ტალანტი სრულყოფილად რეალის გულშემატკივრებმა მხოლოდ წელს დააფასეს, იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიელი უკვე შარშან გახდა სამეფო კლუბის ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. რეალის შეტევებში მადრიდელების 12 ნომრის წვლილი ძალიან დიდია, მარსელომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა ზოგჯერ დაცვაში ბავშვურ შეცდომებს უშვებს.
არბელოა უნივერსალური ფეხბურთელია, მას თითქმის ყველა პოზიციაზე ერთ დონეზე შეუძლია თამაში, რაც თანამედროვე ფეხბურთში იშვიათობაა. ესპანელს მარჯვენა ფლანგზე სერხიო რამოსის სახით ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს, თუმცა, თავისი უნივერსალურობის წყალობით არბელოა ხშირად ხვდება ძირითად შემადგენლობაში.
ლასანა უნიკალური ფეხბურთელია. ის ყოველთვის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და ბოლომდე იხარჯება მოედანზე. დიდი კითხვის ქვეშ დგას მისი გუნდიდან წასვლა. შესაძლებელია მან მადრიდი დატოვოს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ის დარჩება და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს.
ესპანელი ფეხბურთელი შეიძლება ითქვას გუნდის ხერხემალია. სწორედ ის ავითარებს თითქმის ყველა შეტევას. ხაბი შესანიშნავად გამოიყურება, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც. ბევრი გულშემატკივარი ითხოვს, რომ სწორედ ალონსოს გადაეცეს კაპიტნის სტატუსი.
მოურინიო ხედირას დიდ ნდობას უცხადებს, მაგრამ ბევრი ამის გამო ჟოზეს აკრიტიკებს. ჟოზეს განცხადებით, გერმანელს ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის, თუმცა თამაშებში, როცა გერმანელი ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზების გამო ტოვებდა, გუნდს ამ პოზიციაზე არანაირი პრობლემა არ ეტყობოდა. მადრიდელთა 24 - მა ნომერმა სეზონი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსით დაიწყო, მაგრამ ნელნელა მას სულ უფრო ცოტა დრო ეძლევა ძირითადში სათამაშოდ.
ოზილი - 8 ქულა
შეიძლება ითქვა, რომ გერმანელი ყველაზე არასტაბილური ფეხბურთელია გუნდში, მაგრამ როცა მას თამაში მისდის, ოზილის შეჩერება შეუძლებელია. მადრიდელების 23 ნომერს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. მან უკვე რეალის შემადგენლობაში რამოდენიმე შედევრი შექმნა, რომლებითაც გულშემატკივრებს ძალიან შეაყვარა თავი. ოზილი 22 წლისაა და თუ მან გააგრძელა ბევრი მუშაობა, ძალიან ბევრს შეიძლება მიაღწიოს.
ცხადია, რომ დი მარია მადრიდის რეალის საუკეთესო შენაძენია. არგენტინელი პირველივე თამაშებიდანვე კარგად მოერგო გუნდს და შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენება დაიწყო. ანხელს გააქვს ძალიან ბევრი გოლი. ამასთანავე, ის არ ივიწყებს საგოლე გადაცემების შესრულებასაც. მადრიდელების 22 ნომერს შეუძლია ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა, რაც მან ამ სეზონში რამოდენიმეჯერ გააკეთა. აგრეთე აღსანიშნავია, რომ დი მარია მხოლოდ 22 წლისაა.
კრისტიანო რონალდო - 9 ქულა
ეს არის ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში უმაღლეს დონეზე ითამაშებს. კრისტიანო უნიკალურია. მას გააქვს უამრავი გოლი, აკეთებს ბევრ საგოლე გადაცემებს. პორტუგალიელის ძირითადში თამაში არ განიხილება. რონალდო გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის გარეშეც სამეფო კლუბი წარმოუდგენელია.
კარიმი უკვე მეორე წელია მადრიდის რეალის მაისურით თამაშობს, თუმცა მას ჯერ კიდევ არ უჩვენებია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. გულშემატკივრები ყველა თამაშში ელოდებიან მის აფეთქებას და იმედი აქვთ, რომ ფრანგი ახალი რონალდო გახდება. აღსანიშნავია, რომ ბენზემა ძალზედ ახალგაზრდაა და მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.
გონსალო მოურინიოს ერთერთი ფავორიტია. არგენტინელი პირველია პრესინგის დროს, დამატების დროს, როცა გახსნაა საჭირო ან გუნდს რომელიმე პოზიციაზე დახმარება სჭირდება. იგუაინი აგრეთვე პირველია გოლების გატანაშიც(კრიშტიანოს შემდეგ). სამეფო კლუბის ისტორიაში ის ერთერთი ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელია და აღსანიშნავია, რომ მან სახელი გაითქვა ისეთი ფეხბურთელების კონკურენციის დროს, როგორებიც არიან: რაული, რონალდა და ნისტელროი.
კლუბის მწვრთნელს, შეფასებაში 8 ქულა ერგო, იმის მიუხედავად, რომ ჟოზემ მისი თავი 11 ქულით შეაფასა. მოურინიოს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა მან ასევე ძალიან დამამცირებელი მარცხიც განიცადა ბარსელონასთან. პორტუგალიელი მწვრთნელი სამეფო კლუბის ბოლო იმედია. ფლორენტინო პერესი მოურინიოს ბოლომდე ენდობა, რისი დასტურიც 4 წლიანი კონტრაქტია, რომელიც ჯოზე მოურინიოსთან გააფორმეს. ჟოზემ გუნდის სტილში თავისი ფილოსოფია დააფუძნა. სამეფო კლუბი დღესდღეობით არის არამარტო გუნდი, რომელსაც შეუძლია გოლების გატანა, არამედ ისინი ერთერთი საუკეთესონი არიან დაცვაშიც
აღსანიშნავია, რომ ამ შეფასებების მიღმა დარჩნენ კაკა და გაგო, რომლებსაც რამოდენიმე თვის განმავლობაში ტრავმა აწუხებთ.
სტატიის ავტორი: dato818
ინფორმაციის წყარო: marca
- 27 დეკემბერი 2010
- 3 370
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.