გულშემატკივრებმა ესტებან გრანერო აირჩიეს

პოპულარულმა გამოცემამ "მარკა" გამოკითხვა ჩაატარა : "რომელი ფეხბურთელი უნდა იყოს ხაბი ალონსოს მეწყვილე? " გამარჯვებული კი ესტებან გრანერო გამოდგა, რომელმაც ხმათა 72 %-ს მოუყარა თავი და სერიოზული ჰანდიკაპით გავიდა წინ. ინჩასებს "ელ პირატი" სურთ...

ესტებანი მშობლიურ გუნდს წლინახევრის წინ დაუბრუნდა. ამის შემდეგ მას კარგი პერიოდებიც ჰქონდა და ცუდიც. ჟოზე მოურინიოსთან შედარებით მანუელ პელეგრინი გრანეროს გაცილებით უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევდა. "კანტერანო" შარშან 21 მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო 10 შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრწყინვალე შედეგი იყო. გრანერომ შარშანდელ სეზონში 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ესტებანისთვის ამ სეზონში თამაში ურთულესია, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეს კონკურენტები მსოფლიოს ვარსკვლავები ჰყავს. ჟოზე მოურინიო მაქსიმალურად ცდილობს, რომ გრანერო ათამაშოს, მაგრამ ეს ძირითადად შეცვლებზე ხდება. ბოლო ორ შეხვედრაში "ელ პირატი" ძირითად შემადგენლობაში იყო, სათასო მატჩში კი "ლევანტეს" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და ხაბი ალონსოსთან ერთად ბრწყინვალე დუეტი შექმნა.

ფანებმა გრანეროს გარჯა დაუფასეს, დედაქალაქელებს სურთ, რომ მადრიდის "რეალის" აღზრდილმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს და ხაბი ალონსოსთან ერთად ნახევარდაცვის უკანა ზოლი გაამაგროს.

  • Hala
  • 27 დეკემბერი 2010
  • 2 533
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)