მოუ:"კრიშტიანომ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ სამეფო კლუბში გატარებული პერიოდი განიხილა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, იგი კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს ესპანეთის დედაქალაქში დარჩენას...

"გასულმა წელმა ვერ გაამართლა" - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს As. მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის განცხადებით, პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა 2010 წელი უსახურად ჩაატარა და შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ გასულმა სეზონმა ვერ გაამართლა. ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს კეირუში დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი - პაოლო ბენტომ დაიკავა.

მოურინიო გადაჭრით აცხადებს, რომ მისი 'გამადრიდისტების' მთავარი მიზანი ტიტულები იყო. ტიტულები, რომელიც ჟოზეს ასე ძალიან უყვარს, ტიტულები, რომლითაც დახუნძლულია "განსაკუთრებულის" კარიერა. "იმედი მაქვს მადრიდის რეალში კონტრაქტის ამოწურვამდე დავრჩები".

"უნდა ვაღიარო, რომ სეზონის პირველ ნახევარში მადრიდის რეალის ორმა მოთამაშემ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ერთერთი მათგანი კრიშტიანო რონალდოა, რომელიც საოცარ ფორმაში იმყოფება, ხოლო მეორე 'მადრიდისტა' - ანხელ დი მარიაა... ეს არგენტინელი ბიჭი სამეფო კლუბის საკვანძო მოთამაშედ იქცა."

სუპერ კლასიკო, 5-0... ეს შავი ლაქა არამარტო მადრიდის "რეალის" ისტორიაში გაჩნდა, არამედ ჟოზე მოურინიოს ბრწყინვალე კარიერაშიც. "მინდოდა სეზონი სრულყოფილად დაგვესრულებინა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი სურვილი ვერ განხორციელდა." მოურინიომ გასული წელი მილანის "ინტერთან" ერთად ტრიუმფალურად ჩაამთავრა (კოპა იტალია, სერია A და ჩემპიონთა ლიგა). პორტუგალიელის შემდეგი მისია მადრიდის "რეალია".


ინფორმაციის წყარო: As

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 26 დეკემბერი 2010
  • 3 381
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)